უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაინაჯის ხელისუფლება ქვყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯისთვის ემზადება
[15.02.2010]
აზერბაიჯანის მთავრობას განზრახული აქვს ოთხ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც შეზღუდავენ მედია საშუალებების საქმიანობას. აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის, პენაჰ ჰუსეინის გადმოცემით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მეჯლისში შემოვიდა წინადადება შემდეგ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ: „კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“, „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ და „ინფორმაციის მიღების შესახებ“.

მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები უკვე განხილულ იქნა სახელმწიფო მოწყობის, სამართლებრივი პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებში. აღნიშნული საკითხი უკვე შეტანილია მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტი) 12 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში.

შეთავაზებული წინადადების მიხედვით, ცვლილება „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონის“  მე-60 მუხლში შემდეგი რედაქციით შევა: „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გარდა, თვალთვალი, ვიდეო და ფოტო გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა პიროვნებისგან საიდუმლოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლების ნებართვის გარეშე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის საფუძველს“. აღნიშნული ცვლილება ასევე შევა „ინფორმაციის მიღების შესახებ კანონის“ მე-6, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის“ 21-ე მუხლებში და ასევე „კანონში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის შესახებ“ - განაცხადა პენაჰ ჰუსეინმა და დაამატა, რომ მოცემული ანტიდემოკრატიული ცვლილებები ეწინააღმდეგებიან როგორც აზერბაიჯანის კონსტიტუციას, ისე ევროპის კონვენციას. „სავარაუდოდ ხელისუფლება შეეცდება ახსნას ეს დამატებები გასულ წელს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, თუმცა, აღნიშნული საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რეგულირების საგანს წარმოადგენს“ - აღნიშნა ჰუსეინმა.

„მედიის უფლებათა ინსტიტუტმა“, „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტმა“, ასევე „გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტმა“ გაავრცელეს მოცემულ კანონებში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. განცხადებებში გამოხატულია შეშფოთება დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყანაში შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას. ავტორები ასევე იუწყებიან, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციის 47-ე და 50-ე მუხლებს, ასევე ადამიანის უფებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლს და მოუწოდებენ ხელისფულების წარმომადგენლებს, უარი თქვან ამ არადემოკრატიულ ნაბიჯზე.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 18 მარტის რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 32 მუხლში შევიდა შემდეგი დამატება: „კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, არავინ შეიძლება გახდეს საიდუმლოდ თვალთვალის, ვიდეო და ფოტო გადაღების, აუდიოჩაწერისა და სხვა მსგავსი ქმედების ობიექტი“.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved