უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: შვეიცარიის საელჩოსთან ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
[14.02.2010]
ლანა ბერიძე

ორგანიზაცია "ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის" ინიციატივით, 13 თებერვალს, თბილისში,  შვეიცარიის საელჩოსთან გამომძიებელი ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა, დაახლოებით, 100 ადამიანი:   ჟურნალისტები,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები,  ოპოზიციური პარტიების წევრები.

ერთსაათიან აქციაზე ჟურნალისტებს ხელში  ეჭირათ  პლაკატები წარწერით:  "სოლიდარობა ვახო კომახიძეს", "თავისუფალი სიტყვა იდევნება".
აქციაზე ხელი მოეწერა მიმართვას, სადაც ხელმომწერები  მოუწოდებენ საელჩოს, დახმარება აღმოუჩინონ ქართველ ჟურნალისტს, რომელიც ამჟამად  ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება და  შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს.

"ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას თქვენი სახელმწიფოსადმი, ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ქვემოთ ხელისმომწერნი გთხოვთ, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოთ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს და მის ოჯახს" - ნათქვამია განცხადებაში-"ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ, ვითვალისწინებთ რა ვახტანგ კომახიძის რეპუტაციას და ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, გთხოვთ, სათანადო დახმარება გაუწიოთ ჩვენს კოლეგას".

მიმართვის ტექსტი შვეიცარიის საელჩოს ორშაბთს გადაეცემა, რადგან შაბათს საელჩო არ მუშაობდა.

ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი  აქციები  ბათუმსა და ახალციხეშიც მოეწყო. რეგიონალური მედიის წარმოამდგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს, რომელიც ასევე შვეიცარიის საელჩოში გაიგზავნება.

ჟურნალისტმა ვახტან კომახიძემ 9 თებერვალს განცახადება გაავრცელა,  სადაც ის ირწმუნება, რომ პროფესიული საქმიანობის გამო მას და მისი ოჯახის წევრებს ხელისუფლება დაემუქრა და მათ სიცოცხლეს საფრთხე შუქმნა. კომახიძე არის რამდენიმე გახმაურებული  საგამოძიებო ფილმის ავტორი.

წყარო: media.ge

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved