უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: ქართული არაოფიციალური დელეგაცია ცხინვალს სტუმრობს
[17.12.2009]
ცხინვალს ქართველ ”უფლებადამცველთა” სამკაციანი ჯგუფი სტუმრობს, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონში დაკავებულ ქართველებს მოინახულებენ; მათ შეხვედრა გამართეს რეგიონის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო 16 დეკემბერს.

ამავე ინფორმაციით ქართულ დელეგაციაში შედიან: პაატა ზაქარეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი; ვახტანგ კომახიძე,  საგამოძიებო  ჟურნალისტი და მანანა მებუკე,  ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარე.

ცხინვალის ინფორმაციით, მათ უკვე გამართეს შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კოკოითის წარმომადგენელთან დავით სანაკოევთან; ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრა ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მოქალაქეების ნათესავებთან.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია ავრცელებს ოფიციალურ ცნობას, რომელშიც ადასტურების მისი წევრის პაატა ზაქარეიშვილის სტუმრობას ცხინვალში ”ტირძნისელი მოზარდებისა და სხვა პირების მდგომარეობის გასარკვევად”.  

”უფრო დაწვრილებით ამ თემებზე პაატა ზაქარეიშვილი ისაუბრებს თბილისში დაბრუნების შემდეგ,”- აცხადებს პარტია.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved