უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი
საქართველო: სახალხო დამცველი აქვეყნებს 2009 წლის მეორე ნახევრის დასკვნას ადამიანის უფლებების შესახებ
[01.04.2010]
საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა 2009 წლის მეორე ნახევრის დასკვნა ადამიანის უფლებებზე საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
328 გვერდიანი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ციხეებში და დაკავების ადგილებში არსებულ მდგომარეობას და ასკვნის, რომ პენიტენციალური სისტემა „კვლავ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად რჩება.
დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთ ძირითად პრობლემას გადატვირთული საკნები წარმოადგენენ. ჩამოთვლილია რვა დაწესებულება, რომლებშიც დაკავებულთა რაოდენობა აღმეატება საკნის ტევადობას.
„რამდენიმე დაწესებულებაში საკნების გადატვირთულობა იწვევს გაუსაძლის პირობებს, რომლებიც, გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა მიჩნეულ იქნას არაადამიანურ მოპყრობად“, ნათქვამია დოკუმენტში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპყრობილეების მშენებლობა ნაწილობრივ გააუმჯობესებს მდგომარეობას, სახალხო დამცველის გადმოცემით ეს არ იქნება საკმარისი. სიტუაციის რადიკალურად შესაცვლელად, ის ურჩევს ხელისუფლებას, უარი თქვას „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაზე.
დასკვნა ასევე აღნიშნავს დაკავებულთა მხრიდან, მათ მიმართ, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საჩივრების გახშირების ფაქტს.
მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ანგარიშში მითითებულია, რომ სახალხო დამცველის ოფისმა მოახდინა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის ანალიზი. „მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ ნაწილს წარმოადგენს შუალედურ გადაწყვეტილებებისა და საბოლოო ვერდიქტების არასათანადო დასაბუთება“. ასევე მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეების ანალიზისას, აღნიშნულმა პრობლემამ არაერთხელ იჩინა თავი, „რაც იმას მიანიშნებს, რომ არასაკმარისი დასაბუთების პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს“. დასკვნის მიხედვით, ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც მოსამართლე უარს აცხადებდა დაეკმაყოფილებინა ადვოკატის შუამდგომლობები იმ მიზეზით, რომ ისინი უსამართლოა, თუმცა არ ხსნიდა უსამართლობის დეტალურ მიზეზს.
პოლიციასთან მიმართებაში, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშგებო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაფიქსირდა დაკავებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სახალხო დამცველის წინა დასკვნა, რომელიც 2009 წლის პირველ ნახევარს მოიცავს, საუბრობს ასეთი ფაქტების, ასევე პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბების ფაქტების რაოდენობის ზრდის შესახებ დასავლეთ საქართველოში. იგივე ტენდენცია გრძელდებოდა 2009 წელის მეორე ნახევარშიც.
ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისისათვის ცნობილია რელიგიური უმცირესობების მისამართით ფიზიკური და ვერბალური თავდასხმის შვიდი შემთხვევის შესახებ, კონკრეტულად 6 შემთხვევა იაღოვას მოწმეების მისამართით და ერთი - ევანგელისტურ პროტესტანტული ჯგუფის მისამართით. საანგარიშგებო პერიოდში აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით, არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა.
2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში
2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში

კალენდარი
არქივი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|