უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: ომბუდსმენი უარს აცხადებს FIDH-ის ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე
[06.04.2010]
სომხეთის სახალხო დამცველმა, არმენ ართუნიანმა, უარი განაცხადა 6-8 აპრილს, ერევანში გასამართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ფორუმში მისთვის შემოთავაზებული ფორმატით მონაწილეობაზე, იტყობინება კავკასიური კვანძი. მან წერილი გაუგზავნა ორგანიზატორებს და სთხოვა, ამოეღოთ ის მონაწილეთა სიიდან, რადგან „არ ეძლეოდა საკუთრი, ხელისუფლებისაგნ განსხვავებული, შეხედულებების გამოხატვის საშუალება“.

ბატონმა ართუნიანმა ვერ გაიგო, თურატომ ვერ მოხერხდა ორგანიზატორების მხრიდან მისი მომხსენებლთა სიაში ჩასმა. მისი გადმოცემით, მას მიეცა მოხსენების საშუალება ფორუმის მეორე დღეს, „მხოლოდ ერთ-ერთ სექციაში დებატების მსვლელობისას“.
„FIDH არის სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაცია და მისი ღონისძიებები არ ტარდება ხშირად ერევანში. მიმაჩნია, რომ სომხეთის ომბუცმენს, ქვეყნისა, რომელშიც ფორუმი იმართება, უნდა მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის, კონკრეტულად, საკუთარი კონცეპტუალური ხედვის წარმოდგენის საშუალება. ხოლო ფორმატი, რომელიც მე შემომთავაზეს, არ მაძლევს ასეთ შესაძლებლობას“, განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ასევე, ფორუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის“ ვანადზორის განშტოებამ და „კანონისა და თავისუფლების დაცვის ცენტრმა“. აქტივისტებმა გამოხატეს გაკვირვება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უფლებადამცველები არ იქნენ შეყვანილი მთავარი მომხსენებლების სიაში, მაშინ როდესაც ასეთი საშუალება ოთხ მაღალჩინოსანს მიეცა.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved