უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ შეხვედრა იანეს ლენარჩიჩთან
[11.04.2010]
2010 წლის 6 აპრილს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  დირექტორი, ელჩი იანეს ლენარჩიჩი და ოფისის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბენჯამინ მორო შეხვდნენ ქსელის წევრებს სომხეთიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ქსელის საერთაშორისო პარტნიორის -  ადამიანის უფლებათა სახლის ფონდისა და საქართველოში ქსელის კოორდინატორის - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები.

ქსელის წევრებმა ინფორმაცია მიაწოდეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს სამხრეთ კავკასიაში უფლებადამცველებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე. ქსელის  წევრებმა სომხეთიდან ასევე ყურადღება გაამახვილეს 2008 წელს არჩევნების შემდგომ განვითარებული ძალადობისა და დევნის ფაქტებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგ  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ განხორციელებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები.

შეხვედრის ბოლოს, ელჩმა ლენარჩიჩმა  ქსელთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.



Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved