უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: ეინულა ფატულაევი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
[10.06.2010]
2 ივნისს გარადაგის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ბაქოში, მოსამართლე ისმაილ ხალილოვის ხელმძღვანელობით, განაგრძო ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც ნარკოტიკების უკანონოდ შენხვას ეხება.

„კავკასიური კვანძის“ კორესპოდენტის გადმოცემით, სესიის დასაწყისში, ფატულაევმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების, მოთხოვნით შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.

ჟურნალისტმა სთხოვა მის კოლეგებს, წასულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, და შეეტყობინებინათ ქვეყნის ლიდერისათვის მისი მოთხოვნების შესახებ. „მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოს მეთაური არასწორად არის ინფორმირებული ჩემი საქმისა და ჩემს შესახებ,“ განაცხადა მან.
სასამართლოსადმი მიმართვისას ფატულაევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცრუობდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ შეიტანა აპელაცია სტრასბურგის სასამართლოს დიდ საბჭოში. „ჩვენ შეგვატყობინეს სტრასბურგიდან, რომ სასამართლო ელოდებოდა აპელაციას ორი თვის განმავლობაში; თუმცა აზერბაიჯანის წარმომადგენელს ის ჯერაც არ შეუტანია,“ განაცხადა ჟურნალისტმა.
მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, არ შეუერთდნენ მის შიმშილობის აქციას.

დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგ, ადვოკატ ისახან აშუროვმა მიმართა მოსამართლეს, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების - ფატულაევის გათავისუფლების შესახებ. მოსამართლე ხალილოვმა უპასუხა, რომ ის იხილავდა მხოლოდ ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ფაქტს და არ იყო კომპეტენტური, რეაგირება მოეხდინა სხვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
შესვენების შემდეგ მოსამართლე ხალილოვმა ურჩია ჟურნალისტს, არ დაეწყო შიმშილობა რადგან ეს მავნებელი იქნებოდა მისი ჯანმრთელობისათვის, თუმცა ბრალდებულმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ შეწყვეტს აქციას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ პასუხს.

ისახან აშუროვმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეც არ ისურვებდა შიმშილობის აქციის დაწყებას, თუმცა დასძინა, რომ ეს ფატულაევის უშუალო გადაწყვეტილება იყო.
ბრალდებულმა კვლავ მიუთითა 7 ნოემბრის პეტიციაზე, მე-12 კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა, შემოწმების ჩატარებს შესახებ, იმ ანონიმური ინფორმატორების დაკითხვის შესახებ, ვინც კოლონიის ადმინისტრაციას ფატულაევის მიერ ნარკოტიკების უკანონო შენახვის შესახებ აცნობა და ასევე დამოუკიდებელი ნარკოტიკული ექსპერტიზის შესახებ.

თუმცა, სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ ის არ იყო მზად, გამოეხატა მოსაზრება დაცვის პეტიციაზე.

მოსამართლემ შემდეგი სესია 9 ივნისისთვის დანიშნა.


კალენდარი

არქივი

ნოემბერი 2024
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved