უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
განცხადებები
2010 წლის 30 დეკემბერს, ჰელსინკის ასოციაციის ინიციატივით, რომელიც ერევანში ადამიანის უფლებათა სახლის დაარსებას უწევს კოორდინაციას, ადამიანის უფლებათა ქსელის წევრმა ორგანიზაციებმა და უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის სომეხმა წევრებმა შეიმუშავეს განცხადება სომხეთში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და "ჰაიკაკან ზამანაკის" რედაქტორის ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ. განცხადება მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯ სარქისიანის, მთავარი პროკურორის ა. ჰოვსეპიანისა და იუსტიციის მინისტრის ნ. არუსტამიანისადმი.
მე-19 მუხლი მიესალმება თბილისში 11-12 თებერვალს გამართულ ეუთოს სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის დეკლარაციას. ორგანიზაცია მხარს უჭერს დეკლარაციის რეკომენდაციებს და წუხილს გამოთქვამს გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე პრობლემატურ ტენდენციაზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. მე-19 მუხლი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ ქვეყნებში მცდელობები გააორგამოს გამოხატვის თავისუფლების ხელშესაწყობად და დასაცავად საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად. იხილეთ ლინკი. იხილეთ ვრცლად
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.

[27.09.2010] azerbaijan: STATEMENT
27 September 2010

STATEMENT

of members of the South Caucasus Network of Human Rights Defenders  on authorities’ illegal interference with the activities of the civil society organizations in the regions of Azerbaijan

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრები გმობენ 14 აგვისტოს, თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრების ფაქტს. აქცია ახალგაზრდა პოეტების, ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიგვილაძის მიერ იყო ორგანიზებული. მონაწილეები აღნიშნული ქუჩისათვის, ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ჰუმანისტის, უოლტ უითმენის სახელს დარქმევას მოითხოვდნენ და აქციის მსვლელობისას უითმენის პოემებს კითხულობდნენ.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 24 ივლისს ცნობილ ოს აქტივივისტს და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს, თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდამსხმელებმა ცხოვრებოვს ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ მევლუტ ქავუსოღლუს, ევრსაბჭოს გენერალურ მდივანს, ბატონ თორბიორნ იაგლანდს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ თომას ჰამარბერგს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ბატონ ხოსე მანუელ ბაროსოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ბატონ იერჟი ბუზეკს

იხილეთ განცხადება ინგლისურად
5 ივლისი 2010

ღრმად პატივცემულ ქალბატონ ჰილარი კლინტონს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს

პატივცემულო ქალბატონო მდივანო

ჩვენ მივესალმებით თქვენს ვიზიტს სომხეთში, როგორც ჩვენი ქვეყნისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის დამადასტურებელ ფაქტს. ასევე შთაგონებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერის გამომხატველი თქვენი განცხადებებით.
ინფრომაცია ხელმისაწვდომის ინგლისურად.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად.
3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ორგანიზაცია IRFS-ის პრეს-ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "არის თუ არა საჭირო ინტერნეტის სახელმწიფო რეგულირება 21-ე საუკუნეში?"

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის განცხადება

3 მაისი, 2010

3 მაისს - გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი  ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი  და მრავალეროვანი საქართველო - გამოხატავენ შეშფოთებას, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიეკუთვნებიან უფლებადამცველთა კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ზეწოლისა და დაშინების სამიზნე ხელისუფლების მხრიდან.
სრულად იხილეთ PDF-ში
ინფორმაცია ხემისაწვდომია ინგლისურად.
1 [2] 3 4

კალენდარი

არქივი

ნოემბერი 2024
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved