უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: კანადაში მოულოდნელად გარდაიცვალა სომეხი ადამიანის უფლებათა დამცველი
[12.08.2010]
 
38 წლის არშალიურ ჰაკობიანი, ჰელსინკის ასოციაციის მონიტორინგ ჯგუფის წევრი, მოულოდნელად გარდაიცვალა ტორონტოში (კანადა), რის შესახებაც ცნობილი გახდა ოთხშაბას დილით. ჰაკობიანი კანადაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ის იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა იმ განუწყვეტელი დევნის გამო, რასაც მასზე სომხური ხელისუფლება ახორციელებდა.
 
ჰაკობიანი სომეხმა სამართალდამცველებმა იმ საჯარო განცხადების შემდეგ დააპატიმრეს, რომელიც მან ჰელსინკის ასოციაციის დამკვირვებლის უფლებამოსილებების განხორციელებისას გააკეთა 2009 წლის 5 ივნისს, ერევანში, მის შემდეგ, რაც არალეგალურად ხელი შეუშალეს თავისი ფუნქციების შესრულებაში.

 ის 5 ივნისს დააპატიმრეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა გაჰყოლოდა ორ პოლიციელს, რომლებიც მის ოთახში შემოიჭრნენ და ძალადაკარგული უწყისი წარუდგინეს. ჰაკობიანი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობას დაუქვემდებარეს კენტრონის რაიონის პოლიციის დეპარტამენტში, ერევანში, მანამ, სანამ გადაიყვანდნენ კენტრონის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტში. მას ბრალი მოეხსნა 2010 წლის 6 თებერვალს, როცა გენერალური იურისდიქციის მქონე ერევანის ნორკ-მარაში-ცენტრმა უდანაშაულობის ვერდიქტი გამოიტანა.

 ჰაკობიანს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს ერევანში.

 უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს არშალიურ ჰაკობიანს, თანაგრძნობას გამოხატავს მისი ოჯახის, კოლეგებისა და მეგობრების მიმართ.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved