უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: Opendemocracy.net-ზე გამოქვეყნებული სტატია ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტის საქმეს აღწერს
[31.08.2010]
ვახტანგ კომახიძე, გამომძიებელი ჟურნალისტი საქართველოში, შემთხვევების გამოძიების განსაკუთრებული ნიჭითა და ხელისუფლების გაღიზიანების ფაქტების სიმრავლით ხასიათდებოდა.  კომახიძის მიერ თანამდებობის პირთა კორუფციული საქმიანობის გამოვლენა სიკვდილის მუქარებით დასრულდა, რამაც იგი აიძულა თავშესაფარი შვეიცარიაში მოეთხოვა. რობი ოისინ ლეულინი მას საქართველოში არსებული მედიის თავისუფლების საზღვრებზე ესაუბრა.

იმ სისასტიკეების აღწერის შემდეგ, რომელთა წინაშეც რეპორტიორები ედუარდ შევარდნაძის დროს იდგნენ, ქართველმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ ნაღვლიანად დაამატა „მაგრამ წარსულში მათ არ შეეძლოთ ჩვენი შეჩერება, ახლა შეუძლიათ.“ ეს მოხდა მანამ, სანამ შვეიცარია მას თავშესაფარს მიანიჭებდა 26 ივლისს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქის კაფეში, სადაც იგი ერთ ოთახში სხვა 8 ლტოლვილთან ერთად ცხოვრობს და ჯერ კიდევ არ შეუძლია დაიწყოს იმ მასალაზე მუშაობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე ფილმის გადასაღებად შეაგროვა.

კომახიძე გამოიქცა ქვეყნიდან, სადაც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, „მედიის თავისუფლების პატივისცემის ხარისხმა დაიკლო’’ 2009 წლის განმავლობაში, ჟურნალისტთა დაშინებია და ძალადობის ფაქტებმა კი იმატა. მართალია, პატარა ოპოზიციურმა სატელევიზიო სადგურმა, ,,მაესტრომ’’, ჩვენება დაიწყო სატელიტის საშუალებით ამა წლის 27 მაისს, მაგრამ სატელევიზიო სექტორი ძირითადად დომინირებულია ,,იმედი’’ და ,,რუსთავი 2’’-ის მიერ, (61% 2009 წლის ნოემბერში - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა’’) რომლებიც იშვიათად თუ აკრიტიკებენ მთავრობას. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ყურადღება მიაპყრო 7 ოქტომბრის შემთხვევას, როცა ,,იმედმა,’’ ,,რუსთავი 2’’-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ,,პირველმა არხმა’’  ,,ერთდროულად დაადანაშაულეს გერმანელი სამართლის პროფესორი, ოტო ლუხტერჰანდტი, ევროკავშირის რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების საგამოძიებო კომისიის წევრი, რუსული კომპანიის, ,,გაზპრომის’’ მიერ დაფინანსებასა და გამოძიების შედეგებზე რუსეთის მხრიდან ზეგავლენაში. ასევე, ფრანკ-უოლტერ სტაინმეიერი, გერმანიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, არასწორად დაადანაშაულეს იმაში, რომ გაზპრომთან სამსახური დაიზღვია - კიდევ ერთხელ, მტკიცება, რომლის საფუძვლად არავითარი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.“

ვახტანგ კომახიძე იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი გამოიძია. კომახიძის მიერ თანამდებობის პირთა კორუფციული საქმიანობის გამოვლენა დასრულდა მის წინააღმდეგ მიმართული სიკვდილის მუქარებით რამაც აიძულა თავშესაფარი ეთხოვა შვეიცარიაში.

კომახიძის ცხინვალში ვიზიტს პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტ მანანა მებუკესთან ერთად გასული წლის დეკემბერს, დიდი პოლემიკა მოჰყვა. უკან დაბრუნებისას, აღნიშნულ პირებს დე ფაქტო საზღვართან პრო-მთავრობის ჟურნალისტები შეხვდნენ, რომლებმაც სწრაფად მიაკრეს მათ მოღალატის იარლიყი, ხოლო მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა შოთა მალაშხიამ მათი საქციელი ,,ავადმყოფობად“ შერაცხა. ,,მე უბრალოდ ჟურნალისტი ვარ,’’ ამბობს კომახიძე, ,,მე ვაკეთებ იმას რაც უნდა გავაკეთო. მომავალში მიხვდებიან.’’

რა იყო მიზეზი მის წინააღმდეგ განხორციელებული სიკვდილის მუქარებისა? ვებსაიტ presa.ge-ს მიმართ მიწერილ ელექტრონულ ფოსტაში, კომახიძე წერს ,,მე არ ვიცი კონკრეტულად რა ინფორმაციამ გაანაწყენა მთავრობა. მაგალითად, 6 აგვისტოს, ომამდე ორი დღით ადრე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმდა ალანა გაგლოევას, პრეზიდენტის პრეს სამსახურის თანამშრომლის ბებიის ევაკუაციაზე. თუმცა, იმავე დროს, მთავრობამ საქართველოს მოსახლეობა რუსული ჯარისაგან სრულიად დაუცველი დატოვა. თუმცა, შესაძლოა, მთავრობის აგრესია სხვა ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია.’’

ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართული მთავრობა განსაზღვრული პირების ევაკუაციას ახდენს იმ ადგილიდან, რომელიც მალე გახდებოდა კონფლიქტის ზონა, ნაკლებად სავარაუდოა გამხდარიყო საერთაშორისო ღელვის გამომწვევი მიზეზი. ევროკავშირის კერძო გამოძიება ელჩ ჰეიდი ტალიავინით სათავეში მე-19 გვერდზე აცხადებს: ,,ღია მტრობა დაიწყო მასშტაბური ქართული სამხედრო ოპერაციით ქალაქ ცხინვალისა და ახლომდებარე მიდამოების წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს განხორციელდა. ოპერაციები დაიწყო ქართული არტილერიის მასიური იერიშით.’’ ქართული მთავრობის მიერ მედიაზე განხორციელებულმა კონტროლმა უზრუნველყო მაქსიმალურად მცირე ზეგავლენა მოეხდინა აღნიშნულ ანგარიშს მოსახლეობაზე, თუმცა, ალბათ კომახიძის აღიარებულმა უნარმა, მნიშვნელობა შეეძინა ამ მტკიცებებისათვის, რათა საჯარო დისკუსია გამართულიყო, წყობიდან გამოიყვანა გავლენიანი ფიგურები. თუმცა მისი სტუდია „რეპორტიორი’’ მაქსიმუმ 5-6 თანამშრომელს მოიცავდა და ხშირად სახსრების ნაკლებობა აწუხებდათ - ,,ჩვენ მხოლოდ ვიდეოსა და მონტაჟზე თუ გვკმაროდა ფული,“ მას რთული თემების განხილვის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

კომახიძე გარკვეული სიამაყის გრძნობით ამბობს, რომ, მიუხედავად სტუდია ,,რეპორტიორის“ მცირე ბიუჯეტისა, „მე მქონდა შედეგები. ჩვეულებრივ, ჟურნალისტურ ფილმებს არავითარი შედეგი არ მოაქვს, რადგანაც მათ არავინ უყურებს, მაგრამ ჩემს ფილმებს ჰქონდა შედეგი. ჩემი ფილმის შემდეგ კორუმპირებული პარლამენტარის, კობა ბექაურის შესახებ (ერთიანი ეროვნული მოძრაობა), მან შეწყვიტა მუშაობა და მიატოვა პარლამენტი.“ სხვა ფილმები ეხებოდა ციხეების გადავსებასა და იქ გამეფებულ სისასტიკეს, კორუფციას პარლამენტში, არათანმიმდევრულობას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ ოფიციალურ ანგარიშში, 2004 წელს, 19 წლის სტუდენტის, ბუტა რობაქიძის მკვლელობას, მთავრობის მიერ პრო-ოპოზიციონერი მილიარდელის, ბადრი პატარკაციშვილის დევნასა და საქართველოს მთავრობის სიცრუეს ხურჩაში ამომრჩევლებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ, რომელიც ბრალდებოდა აფხაზურ ძალებს.

ქართველი მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, ოქსფამ ნოვიბის პენ გამოხატვის თავისუფლების პრიზის ლაურეატი, ხაზგასმით აღნიშნავს ვახტანგის მნიშვნელობას, წერს რა: ,,სწორედ ვახტანგ კომახიძის ფილმების ნახვის შემდეგ დაიწყეს ქართველმა კრიტიკოსებმა სააკაშვილის რეჟიმის შედარება პერუელ ავტორიტარულ ლიდერ ფუჯიმორთან, და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის - პერუს ვალდიმირო მონტესინოსთან. ვახტანგ კომახიძე ერთ-ერთია ქართველი რეჟისორების იმ მცირე რიცხვიდან, რომელიც დაუღალავად მუშაობდა გამჭვირვალობისა და დემოკრატიისათვის თავის სამშობლოში. ანა ნაცვლიშვილი, ,,ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთ კავკასიური ქსელი’’-დან, ვახტანგს აღწერს, როგორც ,,ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტი საქართველოში,’’ და მის გაძევებას უწოდებს ,,დიდ დანაკლისს ქართული ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოებისათვის.’

ნაცვლიშვილი ვახტანგს აღწერს როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოცდილ ადამიანს უმძიმესი პერიოდის განმავლობაში, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტუდიის საზღვრები მთავარი სატელევიზიო არხების ცენზურით იყო შეზღუდული, მისი პროფილი მნიშვნელოვანებას არ კარგავდა, რადგანაც იგი ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა:
,,ის ერთადერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტი იყო, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ჟვანიას სიკვდილი გამოიძია, და იმ დროს ამ საკითხზე ფილმის გადაღება დიდი სიმამაცე იყო... ასევე მან გამოიძია პოლიციის მიერ ქუჩებში განხორციელებული მკვლელობები, ჩაეძია, ნამდვილად თავდაცვითი ხასიათის იყო ისინი, მკვლელობა უდანაშაულობის პრეზუმფციის გარეშე თუ სიცოცხლის უფლების პატივისცემა. ძალიან ცოტა ჟურნალისტმა თუ ადამიანის უფლებათა დამცველმა თუ გაბედა ამ საკითხს შეჰხებოდა.  ეს საკითხი უცნობი დარჩებოდა საზოგადოებისათვის ვახტანგის გარეშე.’’

კომახიძემ თავისი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 1996 წელს, როგორც ჟურნალ კავკასიონის ასისტენტმა რედაქტორმა, სოზარ სუბარით სათავეში, რომელიც მოგვიანებით გახდა საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), ახლა კი გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ნდობით აღჭურვილ პირთა კოლეგიის წევრია. მათ შექმნეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის დეპარტამენტი ჟურნალის მოქმედების ფარგლებში, რომელიც ფოკუსირებას ახდენდა ამ ეპოქის მძვინვარე კორუფციაზე. კომახიძემ აქედან 1999 წელს გადაინაცვლა, მიიღო რა აკაკი გოგიჩაიშვილის მოწვევა ჩართულიყო ,,რუსთავი 2’’-ის ახალ საგამოძიებო პროგრამაში, სახელწოდებით ,,60 წუთი,’’ CBS-ის ცნობილი პროგრამის მიხედვით.

შევარდნაძის რეჟიმი ნამდვილად არ გამოირჩეოდა კეთილგანწყობილებით პოპულარული შოუს შემოწმებისას. კომახიძეს ახსოვს სასამართლოების მიერ დაკისრებული სასჯელები ჟურნალისტთა შეცდომებზე: ,,ერთხელ ჩვენ დავკარგეთ მილიონი ლარი, ორჯერ დავკარგეთ 50.000 ლარი (27,116 აშშ დოლარი)... იმ დროს არავის არ დაუკარგავს ამდენი ფული. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოებმა გამოიყენეს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები შეცდომებს უშვებდნენ, რათა დიდი ჯარიმები დაეკისრათ მათზე. ისინი ცდილობდნენ ჯარიმების საშუალებით დაეხურათ პროგრამა... ჟურნალისტებს შორის მხოლოდ ორნი ვიყავით ისეთი, რომლებსაც არასოდეს წაგვიგია არცერთი სასამართლო საქმე და არასოდეს დაგვიშვია შეცდომა, და თუ დაგვიშვია, არა სასამართლოში - არა საზოგადოდ.’’

შევარდნაძე დამარცხდა სააკაშვილთან ბრძოლაში ვარდების რევოლუციით, 2003 წლის ნოემბერში, რითაც ბრძოლის ახალი პერიოდი დაიწყო თბილისსა და ასლან აბაშიძეს, აჭარის რეგიონალურ ლიდერს შორის. 2004 წლის 5 მარტს, როცა კომახიძე კორუფციის საქმეს იძიებდა რეგიონალურ მთავრობაში, იგი პოლიციამ შეაჩერა გამშვებ პუნქტთან. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ნება დართეს ეცემათ იგი და წაერთმიათ კამერა და მასალები. ,,60 წუთმა’’ არა უბრალოდ გააღიზიანა აჭარის მთავრობა, თუმცა; გადაცემა მალე დაიხურა. ამან საკმაოდ დაამძიმა ვახტანგი: ,,ჩვენ ბევრი ფილმი გვქონდა გადაღებული, ყველა ქართველმა იცის ,,60 წუთი,’’ და ეს იყო ჩვენი საქმე... ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი, შემდგომში ,,რუსთავი 2’’-ის მფლობელი, ინტერვიუში განაცხადებს, რომ სააკაშვილმა 2003 წელს პროგრამის დახურვა თხოვა, რადგანაც არ სურდა ,,60 წუთს’’ მის საქმეში ჩაეხედა და მთავრობის საქმიანობის შემოწმება დაეწყო.

პროგრამის დახურვის შემდეგ ვახტანგმა სამსახურის ძებნა გაზეთებსა და ტელევიზიაში დაიწყო, თუმცა წარუმატებლად. ,,შემდეგ ზურაბ ადეიშვილმა დამირეკა,’’ ამბობს იგი. ,,ამ დროს იგი უშიშროების მინისტრი იყო, ,,KGB-ს მსგავსად,’’ გიორგი უგულავა (ახლა თბილისის მერი) კი მისი მოადგილე. ისინი ამბობდნენ, ,,დაივიწყე 60 წუთი და გადმოდი ჩვენთან, ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი საქართველო და შენ აქ გვჭრიდები... შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც გინდა და გექნება ფული პროექტებისათვის.’’ მე მათ ვუთხარი ,,არა, მე არ მინდო ვიყო KGB-ში.’’ ის აცხადებს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ მედიაში გაჟონა, რადგანაც მისთვის ყველა კარი დაიხურა. მოგვიანებით, იგი დაინიშნა პოზიციაზე ორგანოში, რომელიც მაღალ პრიორიტეტულ გამოძიებებს ახორციელებდა. ,,მე იქ ვიყავი ორი თვე, ორი თვე და თხუთმეტი დღე.’’

დაახლოებით ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრალურ პარკში გამომძიებელი რეპორტიორის, ვახტანგ კომახიძის ფილმის ჩვენებაზე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილს შეეხებოდა.

ამ პერიოდზე, ის ამბობს, რომ ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი უფროსებთან: ,,მე ვითხოვდი გიორგი სანაიას საქმის ჩვენებას, ჟურნალისტის, რომელიც 2002 წელს მოკლეს. არავის არ სჯეროდა, რომ იგი კრიმინალებმა მოკლეს - ის იყო ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი და ბევრი ძალიან საინტერესო მასალა ჰქონდა. მაგრამ ადეიშვილმა მითხრა ,,არა, ჩვენ არ გვჭირდება წარსულში ქექვა, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ; მიატოვე ეს საქმე - ეს აღარ არის საინტერესო.’’ მე ვითხოვე ოსურ მასალაზე მუშაობა: დავწერე გრძელი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ოსებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად და და ქართულ-ოსური პოლიტიკის შესაცვლელად, მაგრამ, ესეც დაიწუნეს. მითხრეს ,,არ წახვიდე იქ...’’ მათ მე მომცეს კარგი თანამდებობა, კარგი სამსახური, კარგი ხელფასი, მაგრამ მითხრეს ,,შეჩერდი! შენ შეგიძლია გქონდეს იმდენი ფული, რამდენიც გჭირდება. მაგრამ ნუ შექმნი პრობლემებს.’’

ის ამტკიცებს, რომ მდგომაროება გასაკუთრებით გართულდა დათა ახალაიასთან (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ძმასთან). ,,დათა ამ დროს მუშაობდა KGB-ში. ის შემოვიდა ჩემს ოთახში, როცა მე დამნაშავეს ვკითხავდი და ცემა დაუწყო მას, არა ერთხელ, არამედ 4-ჯერ თუ 5-ჯერ. მე ვყვიროდი ,,რას აკეთებ, შემოდიხარ ჩემს ოთახში, როცა მე მას ველაპარაკები?’’ ძალიან მალე, მე ვიპოვე ახალაიასა და მისი გუნდის ვიდეო მასალა: მათ დაეპატიმრებინათ მოქალაქე, რომელსაც სცემდნენ და აწამებდნენ. ეს ყველაფერი კი ვიდეოზე გადაეღოთ, მაგრამ რადგანაც არ ესმოდათ ვიდეო ტექნოლოგია, არ გაუნადგურებიათ იგი. მე გიორგი უგულავას ოფისში მივედი და წარვუდგინე ეს ვიდეო მასალა.  ვუთხარი ,,შეხედე. ახლა რა? მე აქ ვერ ვიმუშავებ, როცა ეს კაცი აქ არის. შენ უნდა მიიღო აქ გადაწყვეტილება: ან ის ან მე.’’ მე ეს ავუხსენი გივი თარგამაძესაც, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს. მერე ერთი კვირა ვიცდიდი. როცა არ მიპასუხეს, სამსახური მივატოვე.’’

2005 წლის იანვარში, კომახიძემ დააარსა სტუდია ,,რეპორტიორი,’’ და მაისში გამოაქვეყნა პირველი დოკუმენტური ფილმი, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც იმავე წლის თებერვალში გარდაიცვალა - ოფიციალური ინფორმაციით, გამათბობელიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით. ,,ტყვიის გარეშე’’ წარმოაჩენდა საქმის არათანმიმდევრულ დეტალებს, რომლებმაც ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მიიღეს. ასევე, ფილმი იკვლევდა 2005 წლის 21 მაისში განხორციელებულ ლევან სამხარაულის, სასამართლოს ექსპერტთა ბიუროს დირექტორის, მკვლელობას, რომელმაც გამათბობელი შეამოწმა. მისმა მკვლელმა, კი, გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა (ორი სასიკვდილო ტყვიით - ერთი თავში, ერთიც გულში). ფილმის გამოშვება არ იყო ადვილი, ამბობს ვახტანგი. პირველ რიგში, გიორგი თარგამაძემ - ,,იმედის’’ სიმტკიცემ, რომელის პროგრამა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულმა სპეცრაზმმა დახურა, უარი განაცხადა ფილმის ჩვენებაზე; მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომახიძემ ის ღია ცის ქვეშ აჩვენა 10000 ადამიანს, ,,იმედმა’’ აზრი შეიცვალა.

ვახტანგი ამბობს, რომ საზოგადოება შოკირებული იყო. სააკაშვილის ეპოქის ადრეულ სტადიაზე, საზოგადოება ადმინსტრაციას აფასებდა, როგორც ,,დემოკრატიის გზაზე დამდგარ კარგ ბიჭებს,’’ როგორც ის აცხადებს. მართალია, ფილმი პირდაპირ არავის ადანაშაულებს ჟვანიას სიკვდილში, მაგრამ, მისი ჩვენების შემდეგ, საზოგადოებამ ხელისუფალთა დადანაშაულება დაიწყო. ამ ფილმის შემდეგ, კომახიძემ თინეიჯერი სტუდენტის, ბუტა რობაქიძის პოლიციის მიერ მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო, რომლის მშობლები დაუღალავად იბრძოდნენ შვილის სიკვდილზე პასუხების მისაღებად. ვახტანგმა მიიღო მათი საჩივრები და კონსულტაცია გამართა ექსპერტებთან, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ოფიციალური ვერსიის ხარვეზები - ტყვიების ტრაექტორია ამტკიცებდა, რომ მსხვერპლს ხელები ჰაერში ჰქონდა. კიდევ ერთხელ, ფილმი აჩვენეს დამოუკიდებლად კინოს სახლში, სანამ ეთერში გაუშვებდნენ.

კომახიძის საქმიანობამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, როცა მან გადაიღო ფილმი, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებდა მტკიცებას იმის შესახებ, რომ ხურჩის ამომრჩევლებს ცეცხლი აფხაზურმა ძალებმა გაუხსნეს. საქმეში არსებული ფირის შენელებული სიჩქარით ჩვენებამ და თვითმხილველი ქალბატონებს ინტვერვიუებმა აჩვენა რომ შეტევები თითქმის უდავოდ ქართული ძალების მიერ იყო განხორციელებული. ეს მასალა საკმარისად მამხილებელი იყო იმისათვის, რომ გაეროს მთავარ მდივანს, ბან კი-მუნს პასუხი მოეთხოვა თბილისისაგან, რომელიც არ მიუღია.

თუ ამ მოვლენებმა გამოსცადა ქართული მთავრობის ტოლერანტულობა, ოსეთის 2008 წლის ომის შესახებ დაგეგმილმა ფილმმა საბოლოოდ გამოიყვანა იგი წყობიდან. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან შეხების გარეშე, კომახიძე ფოკუსირებას ახდენდა მარტოოდენ ქართველების ცხინვალზე შეტევაზე, რომელიც წინ უძღოდა მას. მისი მთავარი შეკითხვა იყო შემდეგი: ,,რატომ შევიდნენ ქართული ძალები ცხინვალში და რას აკეთებდნენ იქ? განმათავისუფლებლები იყვნენ თუ აგრესორები? თუ განმათავისუფლებები იყვნნენ, არ უნდა შეჰხებოდნენ სამოქალაქო პირებს.’’ ის აცხადებს, რომ ფლობს მასალას, რომლის მიხედვითაც ქართული ძალები ხოცავდნენ სამოქალაქო პირებს. იგი ამბობს: ,,როცა მე ცხინვალიდან დავბრუნდი, გავაცნობიერე, რომ ოსები ადამიანები არიან. ისინი პოლიტიკური პრობლემას წარმოადგენენ საქართველოში - ადამიანები არიან. საშინელებაა სამოქალაქო პირების მოკვლა.’’

ეს აღშფოთება წარმოაჩენს საგამოძიებო ჟურნალიზმის დამახასიათებელ ელემენტს, რომელიც, შესაძლოა, განსაზღვრულ პოლიტიკურ ძალასა და დამაჯერებლობას აძლევს მას, რისი ნაკლებობაც არის აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ოფიციალურ გამოკვლევებში. ჯეიმს ეტემასა და თეოდორ გლასერის გამოკვლევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ აცხადებს, რომ ობიექტურობასა და მორალურობას შორის კონფლიქტი იმალება ჟანრის გულში, როცა ჟურნალისტები ეძებენ იმ ,,ჩარჩოს,’’ რომელშიც ჩაალაგებენ ამბავს და ელემენტებს გახდიან მკაფიოს. ამის საილუსტრაციოდ ისინი ციტირებას ,,ჩიკაგოს’’ ჟურნალისტის ბილ გაინესის ციტირებას ახდენენ, აღწერენ რა ,,ცხვირი ისტორიაში’’: ,,გამომძიებელ რეპორტიორი პასუხისმგებელია შეურაცხყოფის ზღვარზე - ზღვარი, როცა შენ შენს თავს ეუბნები ,,ეს არასწორია’... ეს ზღვარი ასევე არის ზღვარი, რომელზეც საზოგადოებაც იმავეს გააკეთებდა.’’

კომახიძე ხაზს უსვამს, რომ მას არასოდეს არ უთქვამს თავის ფილმში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს ჟვანია (თუმცა, ამის სჯერა); მან უბრალოდ წარმოაჩინა ოფიციალურ ანგარიშში არსებული გაყალბებები. ზუსტად ეს კონფლიქტი ობიექტურობასა და ამბის ჩარჩოში ჩასმას შორის აღვიძებს აღშფოთების გრძნობას, რამაც, ალბათ იმის საფრთხე შექმნა, რომ საზოგადოებრივი დებატები წინა ფილმების მსგავსი გზით განვითარდებოდა,  გავლენიან ფიგურებს მის წინააღმდეგ ზომების მიღებისაკენ უბიძგა.

კომახიძე აღწერს ღამეს, მისი დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, როცა თავისი მანქანა სახლთან დააყენა და ბავშვებისათვის ტკბილეულის საყიდლად ქუჩა გადაჭრა. მან იგრძნო, რომ ვიღაც აედევნა, მაგრამ ხმა მხოლოდ მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ გაიგონა: ,,შენ გყავს ოჯახი. თუ შენ აჩვენებ ფილმს ცხინვალზე, საკუთარ თავსაც და ოჯახსაც პრობლემას შეუქმნი.’’ კომახიძემ აღნიშნული მუქარა ოჯახის მეგობრებს, მათ შორის, ადვოკატს, გაუზიარა, მაგრამ გადაწყვიტა, ჩუმად ყოფილიყო, რადგან იცოდა, რომ მუქარა მთავრობიდან მომდინარეობდა, რომელიც აღნიშნული ქმედების უშუალო შემსრულებელს დაიცავდა და ფაქტთან ნებისმიერ კავშირს უარყოფდა. 

ვახტანგი დათანხმდა ინტერვიუ ჩამოერთმია სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელთან, მაგრამ, რადგანაც არ შეეძლო ცხინვალში დაბრუნება, ჟენევაში შეხვედრა გადაწყდა. 28 იანვარს, ის გასაფრენად გაემზადა. ,,მე აეროპორტში ვიცდიდი დილის 4 საათზე, იქ იყო შვიდი ადამიანი ჩანთების გარეშე - დათა ახალაია, და ბევრი წრიული კამერა. ერთ-ერთი მათგანი იყო ,,მასტერი’’: ყველა იცნობს მას - ის არის მკვლელი. მე მისი ნამდვილი სახელი არ ვიცი. როცა KGB-ში ვიყავი, ის მკვლელი იყო. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: ,,კარგია, რომ საქართველოს დატოვება გადაწყვიტე.’’ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი...’’

ვახტანგმა ჟენევას მიმართა თავშესაფრის თხოვნით, რამაც ჟურნალისტებს უკარნახა დემონსტრაცია მოეწყოთ მის მხარდასაჭერად შვეიცარიის საელჩოს წინ თბილისში. ამ დროს პრო-მთავრობის ,,რეალ ტვ’’-მ ეთერში გაუშვა პროგრამა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვახტანგს რამდენიმე ცოლი ჰყავს, საკუთარი შვილები ობოლთა თავშესაფარში გაუშვა და უშიშროების სამინისტროდან ფინანსური დარღვევების გამო გაათავისუფლეს, რომ 16 წლის ასაკში ციხეში სასჯელი მოიხადა ქურდობისათვის, და შვეიცარიაში იყო იმის გამო, რომ ,,კომფორტი უყვარს.’’

კომახიძე ამაზე გულგრილად აღნიშნავს, რომ პროდუსერები აცნობიერებდნენ, რომ ის მალე გახდებოდა ახალი ამბების საგანი: ,,შეუძლებელი იყო ამხელა პროგრამის ასეთ მოკლე ვადაში გაკეთება. ისინი მომზადებულები იყვნენ.’’ მისი უფროსი შვილები მასთან ერთად ცხოვრობენ და სწავლობენ უნივერსიტეტში, ამბობს იგი, უმცროსი შვილები კი დედასთან ერთად ცხოვრობენ. რაც შეეხება მტკიცებებს ფინანსური დარღვევების შესახებ, ის დაჟინებით იმეორებს ,,მე არც შევხებივარ ფინანსურ საქმეებს - მე არავითარი კონტაქტი არ მქონდა ამასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ  მათ სურდათ დავეკავებინე ფინანსური დარღვევების გამო, რათა შემდეგ ჩემი დისკრეცია მოეხდინათ... ეს საკმარისია ქართული სასამართლოებისათვის...’’

ის აცხადებს, რომ ქურდობის შესახებ სასჯელი მართლაც მოიხადა, თუმცა აღიზიანებს ის ფაქტი, რომ იმ საქმის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც შეეხება 16 წლის არასრულწლოვანს, რაც კანონით აკრძალულია. ,,მე სულელი ვიყავი,’’ ამბობს ის ,,მაგრამ მე მივედი პოლიციაში და ვუთხარი: დამაპატიმრეთ! ის მასალები ამაზეც მეტყველებს, მაგრამ ეს არ უჩვენებიათ... მე ამის შესახებ ბევრ ინტერვიუში მითქვამს; მე არ მაქვს ამაზე საუბრის პრობლემა.’’ ციხეში გატარებულ დროს იხსენებს, როგორც ინტელექტუალური სტიმულის მომცემს, რადგანაც იქ შეხვდა დაპატიმრებულ დისიდენტებს. გათავისუფლების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და მწერალთა კავშირის წევრიც გახდა.

თუმცა ,,რეალ ტვ’’-ს სხვა ბრალდებები ყალბია, ის დარწმუნებულია, რომ სიკვდილის მუქარები ნამდვილია და რომ ხელისუფალთა წარმომადგენლებს სურთ და შეუძლიათ ოპონენტთა მკვლელობა. იმ მკვლელობებთან ერთად, რომლებსაც იგი თავის ფილმებში განიხილავს, ამბობს ,,საქართველოში 25,000 პატიმარია. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ჩასვან ციხეში. ბევრი ადამიანი კვდება ციხეში და არავინ გვაძლევს პასუხს, რატომ.’’

ფილმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე, ახლახანს დასრულებული თბილისში დაფუძნებული სტუდია ,,რე’’-ს მიერ, ასევე წააწყდა წინააღმდეგობებს. დაფუძნებული სტუდიის მიერ, რომლის მკაფიო მიზანია ,,აქტუალური შეკითხვების წარმოჩენა საზოგადოებრივი დისკუსიისათვის’’ და ,,დემოკრატიული წყობის განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება,’’ ფილმი ,,უნებისყოფობა,’’ მოგვითხრობს სტუდენტების ვახტანგ მენაბდისა და თეონა მჭედლიშვილის მოგზაურობას საქართველოს კონფლიქტის ზონებში. ისინი იწყებენ ბოლო ომამდე არსებული პერიოდით, იკვლევენ რა პოლიტიკურ კულტურას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სეპარატისტული კონფლიქტების დროს. ისინი უნდობლობით აკვირდებიან ფირს, რომელზეც საქართველოს პირველი პრეზიდენტი შეკრებილ ხალხს ეუბნება: ,,ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით თუ ისინი გამოასწორებენ ისტორიულ შეცდომებს, დატოვებენ საქართველოს და დაბრუნდებიან იქ, საიდანაც მომდინარეობენ. ნუ უსმენთ ნურავის, ვინც ამახინჯებს სიმართლეს. აფხაზი ერი არ არსებობს.’’

ფილმის მეშვეობით, ეს ორი სტუდენტი იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ არა მიღებას, თუ რა პერსპექტივები ამოძრავებდათ აფხაზ სეპარატისტებს, და წვდებიან აფხაზური გამოცდილებების სიღრმეებს. ფილმი კრიტიკასაც შეიცავს პაატა ზაქარეიშვილის მიერ (რომელიც ვახტანგთან ერთად ჩავიდა სამხრეთ ოსეთში) საზოგადოებაში დამკვიდრებული მსჯელობის შესახებ: ,,საქართველოში ეს ყოველთვის ასეა’’ ის ამბობს, ,,თუ მე მართალი ვარ, ვინ ჯანდაბაა ოსები? თუ მე მართალი ვარ, უარყავით აფხაზები, უარყავით ოპოზიცია. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია არის არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობა სრულიად უუნაროა ესაუბროს თავის ოპონენტებს.’’

ფილმი ნაჩვენები იქნა აფხაზურ არხზე ამა წლის 23 ივნისს, და თუმცა იგი მტკიცედ აკრიტიკებს ქართულ პოლიტიკას, აფხაზურმა კანონმდებლობამ გამოსცა განცხადება, რომელშიც დაგმო ფილმის ჩვენება, აღწერა რა იგი, როგორც ,,იდეოლოგიური სატყუარა მიმართული აფხაზი ხალხისა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების წინააღმდეგ.’’ თუ კონფლიქტებმა ჩამოაყალიბეს განცალკევებული სახელმწიფოები განსაზღვრული თავიანთი ბრძოლით დამოუკიდებლობისათვის, სხვადასხვა ლიდერები ახლა ერთიანობას იჩენენ იმ საგამოძიებო პროგრამების მიმართ, რომლებიც ნებისმიერი გზით ეცდება მოშალოს ეს დაყოფა. საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური შიშით აღწერს კომახიძის საგამოძიებო ჯგუფს: ,,ყველა იმ ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტს ოკუპირებულ ზონაში შესვლას - და ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთისა და კოკოითის (სამხრეთ ოსეთის ლიდერი) მიერ, კოკოეთი უბრალოდ რუსეთის წარმომადგენელია - უნდა იცოდეს, რომ სიფრთხილის უმაღლესი ზომა უნდა მიიღონ იმისათვის, რომ კოკოითის ანტი-ქართული პროპაგანდის ნაწილად არ იქცნენ.’’

კომახიძის ძველი ფილმი, რომელიც შეეხება ოსი დუდაევის წამებას, ალბათ მოხვდება წიკლაურის კატეგორიაში ანტი-ქართული პროპაგანდის შესახებ. მე ვკითხე ვახტანგს აქვს თუ არა მას განსაკუთრებული ჟურნალისტური ინტერესი ოსეთის საკითხში. ,,ჩემი საქმე უბრალოდ გულისხმობს ჭეშმარიტების წარმოჩენას, მე ვაჩვენე, რომ დუდაევი იყო ქართული პოლიციის თავდასხმის მსხვერპლი. ოსებს ჩემი სჯერათ, ისინი ფიქრობენ, რომ მე სიმართლეს წარმოვაჩენს ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით. მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგ, მე ქართველი ვარ. მაგრამ, მე მაინტერესებს თუ რა მოხდა სინამდვილეში. თუ საქართველოს უნდა ამ პრობლემის გადაჭრა - ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემის, ამის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია, და არა ტყუილები. სააკაშვილს ბევრი სატელევიზიო არხი აქვს; მას შეუძლია დიდ ასპარეზზე იმოქმედოს და ამტკიცოს, რომ მისი პოლიტიკა ოსების წინააღმდეგ სწორი იყო. მაგრამ ოსებს ამის არ სჯერათ, არც იმის სჯერათ, რომ ქართველებს მათთან ერთად მშვიდად ცხოვრება უნდათ; მათი აზრით, საქართველოს მათზე გაბატონება სურს. ისინი ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთი დისკრიმინირებულ იქნა საბჭოთა კავშირის დროს, და ამ აზრის გასამყარებლად არგუმენტებიც აქვთ. საქართველომ უნდა უსმინოს ამ არგუმენტებს და იპოვოს პასუხები. ქართველებმა არ იციან რა სურთ ოსებს.’’

თუ და როცა კომახიძის ფილმი დასრულდება, ალბათ უფრო მეტი ქართველი დაიწყებს ამ შეკითხვებზე პასუხების ძიებას და იმის გაცნობიერებას, რომ ოსებიც დამოუკიდებლობის ერის ომების მსხვერპლი იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფილმი, ,,უნებისყოფობის’’ მსგავსად, ,,ჟურნალიზმი საუბრად’’ როლს შეასრულებს, ჩამოაყალიბებს რა ურთიერთგაგებას მოდავე და ჭირვეული საზღვრების ორივე მხარეს.

როცა ინტერვიუ დავასრულე, ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სიკვდილის მუქარების მიზეზი, კომახიძის  მიერ ისეთი ფილმების გადაღება, რომლებიც იმ ,,აღშფოთების ზღვარს’’ შეიცავდა, რომელსაც გაინესი აღწერდა, თუ ნებისმიერი იმ ამბის გაჟონვა, რომლებიც 2008 წლის ომის მერე საზოგადოებისაგან დამალულია. ტალიავინის ანგარიშის მასალა შეიცავდა სააკაშვილის ადმინისტრაციისათვის არასასიამოვნო ინფორმაციას, მაგრამ მისი წარდგენა შესაძლებელი იყო სხვადასხვა გზებით. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ რეპორტში ,,ვკითხულობდით მხოლოდ იმას, რაც ჩვენთვის სასიამოვნო იყო და არასასიამოვნო სიმართლეს იგნორირებას ვუკეთებდით. აი, ამიტომ ეს დოკუმენტი ბრწყინვალე ნამუშევარია. რაღაც მხრივ, ეს არის სარკე იმისა თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, და იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ; შენი პრობლემაა რას აირჩევ: შეხედო გამოსახულებას თუ დაიბრმავო თვალი.’’ თავის დოკუმენტურ ფილმებში კომახიძემ წარმატებით მოახდინა ხელისუფალთა მარცხის ილუსტრაცია პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ თუ სიკვდილის მუქარები ნამდვილია, ეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ქართული ჯარების ცხინვალში საქმიანობის გამოძიებაზე რუსეთის მიერ კონფლიქტში ჩართვამდე საათებით ადრე, მთავრობამ ვეღარ დახუჭა თვალი. ფილმის გადაღების ხელის შეშლით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ სურდათ ამ გამოსახულების ყურება, და ამით მედიის თავისუფლების საზღვრების დემონსტრაცია მოახდინეს მთელი მსოფლიოს წინაშე.

წყარო: www.opendemocracy.net


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved