უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს
[23.09.2010]
უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს .
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 5-დან 15 თებერვლამდე წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტს ასახავს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა.

ტუღუშის განმარტებით, ანგარიშში აქცენტი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა; კერძოდ, საუბარია გადატვირთულობის პრობლემაზე, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. გაკრიტიკებულია ციხეებში გრძლევადიანი პაემნების გაუქმება. კომიტეტი ქსნის #7 დაწესებულებაში არსებულ პირობებს პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობად აფასებს.

სახალხო დამცველის თქმით, სერიოზული კრიტიკა გამოიწვია სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის პრობლემამ. ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრესად მხოლოდ ინფრასტრუქტურის და სამედიცინო ინვენტარის განახლებაა მიჩნეული. ასევე, გაკრიტიკებულია ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.

კომიტეტი დადებით მხარეებზეც საუბრობს. დადებითად არის შეფასებული პოლიციის განყოფილებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები და სახალხო დამცველის აპარატში წამების პრევენციის მექანიზმის არსებობა. ანგარიში თავისი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადაეგზავნა.

წყარო: www.interpressnews.ge


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved