უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სიახლეები
ვილნიუსში, ფინეთის საელჩომ თავისუფლებააღკვეთილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ეინულა ფატულაევის, შესახებ ნორვეგიელი რეჟისორის, ერლინგ ბორგენის მიერ გადაღებულ ფილმის ჩვენებას უმასპინძლა.

უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებს .
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 5-დან 15 თებერვლამდე წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტს ასახავს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა.

პარიზი-ჟენევა, 13 სექტემბერი 2010. ობსერვატორიამ უფლებადამცველთა დაცვისათვის, რომელიც წარმოადგნეს წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ერთობლივ პროექტს, რომელიც მხარს უჭერდა, აკვირდებოდა და იცავდა უფლებადამცველებს მთელი წლის განმავლობაში, 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დასკვნა ყრადღებას ამახვილებს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისათვის, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაზე. პრეს რელიზი და სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

სომხეთი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი როდჰემ კლინტონის წერილი უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის სომხურ წევრ ორგანიზაციებს.
 
2010 წლის 24 აგვისტოს სამხრეთკავკასიური ქსელის წევრმა სომხურმა ორგანიზაციებმა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ ჰილარი კლინტონის პასუხი მათ მიერ 2010 წლის 5 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრისას გადაცემულ წერილზე.
ვახტანგ კომახიძე, გამომძიებელი ჟურნალისტი საქართველოში, შემთხვევების გამოძიების განსაკუთრებული ნიჭითა და ხელისუფლების გაღიზიანების ფაქტების სიმრავლით ხასიათდებოდა.  კომახიძის მიერ თანამდებობის პირთა კორუფციული საქმიანობის გამოვლენა სიკვდილის მუქარებით დასრულდა, რამაც იგი აიძულა თავშესაფარი შვეიცარიაში მოეთხოვა. რობი ოისინ ლეულინი მას საქართველოში არსებული მედიის თავისუფლების საზღვრებზე ესაუბრა.

ეინულა ფატულაევმა, გაზეთების; “რეალური აზერბაიჯანი” და “გუნდელიკ აზერბაიჯანი,” თავისუფლებააღკვეთილმა მთავარმა რედაქტორმა, ღია წერილით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. წერილი ორ ნაწილად გამოქვეყნდა გაზეთ “აზადლიგში,” 6 და 7 აგვისტოს.
38 წლის არშალიურ ჰაკობიანი, ჰელსინკის ასოციაციის მონიტორინგ ჯგუფის წევრი, მოულოდნელად გარდაიცვალა ტორონტოში (კანადა), რის შესახებაც ცნობილი გახდა ოთხშაბას დილით. ჰაკობიანი კანადაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ის იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა იმ განუწყვეტელი დევნის გამო, რასაც მასზე სომხური ხელისუფლება ახორციელებდა.
 
26 ივლისს შვეიცარიის მთავრობამ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს თავშესაფარი მისცა. როგორც Media.Ge-ს კომახიძემ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობამ  ჯერ მხოლოდ ზეპირად დაადასტურა.   ლტოლვილის  სამართლებრივი  სტატუსი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს,
ბატონ პერ ეკლუნდს

საზოგადოებრივი მოძრაობა “არა”-ს ალიანსი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ 2010 წლის მარტში შეიქმნა. მოძრაობა “არა”-ს საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უფლებები, სახელმწიფო უწყებებში არსებული დარღვევები, თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები, უკანონო ბიზნეს გარიგებები, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ა.შ.

ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე აქტივისტების მოსაზრებით, „საერთაშორისო ამნისტიამ“ აზერბაიჯანში შეთხზული ბრალდებებით დაპატიმრებული ორი ბლოგერის, ემინ მილისა და ადნან ჰაჯიზადეს მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორმა სომხეთში, ცნობილმა უფლებადამცველმა, მიკაელ დანელიანმა სომეხი უფლებადამცველების წერილთან ერთად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს გადასცა ქართველი და აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ღია წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჰილარი კლინტონისადმი. სომხეთის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენელი მიკაელ დანელიანი უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ორ სხვა წევრთან – არტურ საკუნცთან და ლევონ ბარსაგიანთან ერთად 5 ივლისს ერევანში ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე იყო მიწვეული.
  საქართველო    სომხეთი    აზერბაიჯანი

გთავაზობთ სამივე ქვეყნის უფლებადამცველების ღია წერილის სრულ ტექსტს.

3-4 ივლისს თბილისში გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი მიძღვნილი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ასევე შედგა უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შეხვედრაც.
ფონდ ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით გაეროს ადამიანის უფლებათა აპარატი დაინტერესებულია სომხეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობით: მაისში საყოველთაო პერიოდული განხილვის შემდეგ, უფლებადამცველებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქვეყანას ეწვია. თვითნებურ დაკავებებზე გაეროს სამუშაო ჯგუფი გეგმავს ანალოგიურ ვიზიტს, ხოლო წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი ასევე მოახდენს ქვეყნის განხილვას.

სრული ვერსია  www.humanrightshouse.org

აზერბაიჯანში ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტმა (IRFS) დაიწყო საქველმოქმედო კამპანია სახელწოდებით „მარათონი სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად“. აქცია უკავშირდება ეროვნული პრესის დღეს, რომელიც ქვეყანაში 22 ივლისს აღინიშნება.

1 2 3 [4] 5 6 7

კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved