უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სიახლეები
2 ივნისს გარადაგის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ბაქოში, მოსამართლე ისმაილ ხალილოვის ხელმძღვანელობით, განაგრძო ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც ნარკოტიკების უკანონოდ შენხვას ეხება.
5 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, „აზადლიგის“ (თავისუფლება), მიერ იყო ორგანიზებული. მონაწილეები შეკრების თავისუფლებას და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ. აქციის ყველა მონაწილე პოლიციის შენობაში იქნა გადაყვანილი.
25 მარტს, ლონდონში, გაიმართა მე-10 ცერემონია გამოხატვის თავისუფლების ჯილდოსთან, „ცენზურის ინდექსთან“ დაკავშირებით. აზერბაიჯანელ იურისტს, „მედიის უფლებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, რაშიდ ჰაჯის მიენიჭა „კანონისა და აგიტაციის“ ჯილდო. აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ იურისტებსა და აგიტატორებს, რომლებიც განიცდიან რეპრესიას ან ხვდებიან წინააღმდეგობას პოლიტიკური კლიმატის შეცვლის მცდელობებში.
იხილეთ სრულად ინგლისურ ენაზე
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, ელჩ ლენარჩიჩთან

2010 წლის 6 აპრილს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  დირექტორი, ელჩი იანეს ლენარჩიჩი და ოფისის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბენჯამინ მორო შეხვდნენ ქსელის წევრებს სომხეთიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ქსელის საერთაშორისო პარტნიორის -  ადამიანის უფლებათა სახლის ფონდისა და საქართველოში ქსელის კოორდინატორის - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები.
ქსელის წევრი, „ჰელსინკის მოქალაქეთა  კრება - ვანაძორი“ აცხადებს აპლიკაციების მიღებას: „ადამიანის უფლებათა მონიტორნიგი პოლიციისა და მოქალაქეთა ურთიერთობებში“

2010 წლის 1 მარტიდან, „ჰელსინკის მოქალაქეთა კრება - ვანაძორი“ ახორციელებს პროექტს, „ტრენინგი და ქსელური მუშაობა ახალგაზრდა უფლებადამცველი აქტივისტებისათვის“. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია კერძო, არაკომერციული ფონდის, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მიერ, მხოლოდ 2010 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში.
პროექტის მიზანს სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა სფეროში ახალგაზრდობის როლის გაზრდა წარმოადგენს. იხილეთ სრულად ინგლისურ ენაზე
სომხეთის სახალხო დამცველმა, არმენ ართუნიანმა, უარი განაცხადა 6-8 აპრილს, ერევანში გასამართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ფორუმში მისთვის შემოთავაზებული ფორმატით მონაწილეობაზე, იტყობინება კავკასიური კვანძი. მან წერილი გაუგზავნა ორგანიზატორებს და სთხოვა, ამოეღოთ ის მონაწილეთა სიიდან, რადგან „არ ეძლეოდა საკუთრი, ხელისუფლებისაგნ განსხვავებული, შეხედულებების გამოხატვის საშუალება“.
საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა 2009 წლის მეორე ნახევრის დასკვნა ადამიანის უფლებებზე საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

რამდენიმე კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ რამიზ რზაევს,  „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორის, ლეილა იუნუსისან იხილეთ ვრცლად ინგლისურ ენაზე.
მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ”უპრეცედენტო ზრდა” აღინიშნა, ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” ანგარიშში.
ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და გაზეთ „აზადლიგი“-ს მთავარი რედაქტორი, ქანიმად ზაჰიდი, გათავისუფლებულ იქნა 17 მარტს, მას შემდეგ, რაც მოიხადა, როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების, ხულიგნობისათვის, მისჯილი 4 წლიანი სასჯელის 3 წელი, იტყობინება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახური.
გაზეთ „შანსის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ბონდო ქურდაძემ, გასულ შაბათს საქართველო მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დატოვა, რის მიზეზებზეც მას პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. იგი ამჟამად კიევშია. 19 მარტს მან ოფიციალურად და უკრაინული მედიასაშუალებებით წერილობითი თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ მისმა ოჯახმა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი.
2010 წლის 12 მარტს, ჰელსინკის ასოციაციამ წარმოადგინა წლიური დასკვნა 2009 წელს, სომხეთში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
იხილეთ დასკვნა ინგლისურ ენაზე
 
 „როდესაც ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებათა უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიბრძვით იმ ღირებულებათა დასაცავად, რომლებიც ცხოვრებას რეალურს ხდიან“ - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი.
იხილეთ ინგლისურად 
1 2 3 4 [5] 6 7

კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved