უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
ერლინგ ბორგენის ფილმის პრემიერა ვილნიუსში შედგა
[27.09.2010]
ვილნიუსში, ფინეთის საელჩომ თავისუფლებააღკვეთილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ეინულა ფატულაევის, შესახებ ნორვეგიელი რეჟისორის, ერლინგ ბორგენის მიერ გადაღებულ ფილმის ჩვენებას უმასპინძლა.

საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ ცნობით, ჩვენებას დაესწრნენ ადამიანის უფლებათა დამცველები შემდეგი ქვეყნებიდან: ბელორუსია, ინგლისი, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი. 28 წუთიანი ფილმი აზერბაიჯანის ყველაზე გამოჩენილი გამომძიებელი ჟურნალისტსა და რედაქტორის, თავისუფლებააღკვეთილი ეინულა ფატულაევთის სიტუაციას ასახავს.

ერლინგ ბორგენმა ადრე გადაიღო ფილმი აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ელმარ ჰუსეინოვზე, „კვირის მონიტორის“ მთავარ რედაქტორზე, რომელიც 2005 წელს მოკლეს.

რეჟისორმა ამა წლის მაისში აზერბაიჯანში იმოგზაურა, რათა ეინულა ფატულაევის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად მასალა ჩაეწერა. იგი ბაქოს აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს და ნივთები ჩამოართვეს. დაკარგულ ნივთებს შორის იყო მყარი დისკები, კომპაქტური დისკები, ვიდეო ფირების ასლები და ფოტოები, ისევე როგორც დოკუმენტები ეინულა ფატულაევის საქმის შესახებ. ინციდენტიჰეიდარ ალიევის  საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, საიდანაც ბორგენი და მისი კოლეგა ოსლოში მიემგზავრებოდნენ. საბედნიეროდ, ყველა ასლი გამგზავრებამდე იქნა გაგზავნილი ოსლოში შესაძლო პროვოკაციის შესახებ არსებული ეჭვების გამო, იუწყება ტურანი.

ეინულა ფატულაევი, ახლა უკვე დახურული გაზეთების „რეალური აზერბაიჯანისა“ და „გუნდელიკ აზერბაიჯანის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი, 2007 წლის 20 აპრილს დააკავეს და რვა-ნახევარი წელი მიუსაჯეს ცილისწამების, ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით.

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ფატუალევის საჩივარზე 2008 წლის ივნისში, რითაც შიდა სამართლებრივი მექანიზმები ამოიწურა. ფატულაევმა სტრასბურგში არსებულ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით აზერბაიჯანისაგან ჟურნალისტის გათავისუფლება და მისთვის კომპენსაციის სახით 25,000 ევროს გადახდამოითხოვა.

მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია შეუერთდა სასამართლოს გადაწყვეტილებას დ ფატუალევის გათავისუფლების მოთხოვნით. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოსთხოვეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved