უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში:
2010 წლის 12 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში: გამოწვევები,  წინააღმდეგობები  და გაუმჯობესების პერსპექტივები”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან და საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები.

უფლებადამცველებმა წარმოადგინეს კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის შესახებ საქართველოში, განისაზღვრა პრობლემური სფეროები და ბოლოდროინდელი ცვლილებები ამ სფეროში.

მონაწილეებმა გამოხატეს ღრმა ინტერესი განხილული საკითხებისადმი და დადებითად შეაფასეს მსგავსი ღონისძიებები, რადგან ასეთ ფორმატში მათ შესაძლებლობა ეძლევათ მოუსმინონ სამოქალაქო საზოგადოებას და გაიგონ, თუ როგორ აღიქვამენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები.

ღონისძიება ჩატარდა პროექტ “უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიული ქსელის შექმნა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved