უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: ბავშვთა უფლებების დაცვის თვე
[01.11.2010]
ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით, ელმირა სულეიმანოვას, ბავშვთა ომბუდსმენის ინიციატივით აზერბაიჯანში  ბავშვთა უფლებების დაცვის თვეს აღნიშნავენ. თვე დაიწყო 20 ოქტომბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე,  აცხადებს აზერბაიჯანის ომბუდსმენის პრეს სამსახური.

ბავშვთა უფლებების თვის მთავარი მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის მათი განათლებისა და ჯანმრთელობის პრობლემები, ნარკოდამოკიდებულებებთან ბრძოლა, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიქცევა ომის შედეგად დაზარელებული ბავშვების პრობლემებზე, ლტოლვილ და დევნილ ბავშვებზე, ბავშვებზე, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა მზრუნველობას.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელი აზერბაიჯანში  „ბავშვთა უფლებების დაცვის თვედ“ გამოცხადდა და იგივე პერიოდში, 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე მიმდინარეობდა ბავშვთა უფლებების თვე სლოგანით „უსმინეთ ბავშვებს, ხელი შეუწყეთ მათ სამოქალაქო მონაწილეობას.’’ ჟურნალისტთა ნამუშევრების კონკურსი თემაზე „ბავშვთა უფლებები ყველასათვის“ და ბავშვთა ნახატების კონკურსი „ჩვენი უფლებები’’ ჩატარდა გასულ თვეს, იუწყება „თრენდი.“
წინასწარ დადგენილ სკოლაში, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრს დაქვემდებარებული პენიტენციური სისტემის სახელმწიფო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

არასრულწლოვან პატიმრებს შეხვედრისას წარედგინათ მოხსენებები გადაუდებელ თემებზე, მათ შორის შიდსისა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჩატარდა გამოკითხვები. მათ დაურიგდათ საჩუქრები საჯარო კომიტეტის წევრების მიერ, იუწყება APA.

ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერით, ამა წლის მარტში, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და ტრეინინგების გამართვა განჯის, გუბინსკის, შეკინისა და იზალილაბადის უბნების ომბუდსმენის ცენტრების მიერ.

თავის რჩევებსა და წინადადებებს ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ომბუდსმენი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წარუდგენს.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved