უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: ახალგაზრდა ბლოგერი, ადნან ჰაჯიზადე გათავისუფლებულია
[18.11.2010]
18 ნოემბერს, დილით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა მოულოდნელი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა ბლოგერი ადნან ჰაჯიზადე, რომელსაც საეჭვო ბრალდების საფუძველზე, ხულიგნობისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჰაჯიზადეს გათავისუფლებას გულისხმობს, რომელმაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადა.

ბაქოს პოლიტიკური ოპოზიციის რიგებში, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეს ქმედება 7 ნოემბრის არჩევნების გამო, მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის პასუხს წარმოადგენს. არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანის პარლამენტში უკლებლივ ყველა ადგილი დაისაკუთრა.

ჰაჯიზადესთან ერთად დაპატიმრებული მეორე ბლოგერი, ემინ მილი, ასევე ცნობილი აზერბაიჯანელი რედაქტორი, ეინულა ფატულაევი კვლავ საპყრობილეში რჩებიან. მათი დაპატიმრება პოლიტიკურ რეპრესიად და აზერბაიჯანის ხელისუფლების  მხრიდან კრიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად არის მიჩნეული.

ემინ მილისა და ადნან ჰაჯიზადეს მხარდაჭერის კამპანიაში უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელიც აქტიურად მონაწილეობდა. ბლოგერთა გათავისუფლების მოთხოვნით გავრცელებულ განცხადებას ქსელის წევრი აზერბაიჯანული, სომხური და ქართული ორგანიზაციები შეუერთდნენ.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved