უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: ხელისუფლებამ ადამიანები პოლიტიკური შეხედულებებისათვის არ უნდა დააპატიმროს - აცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი
[28.10.2010]
ეუთო უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სომხეთი ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებს. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორნბიორნ იაგლანდმა, ეუთოს ფორუმის „დემოკრატიის სახელით“ შედეგებთან დაკავშირებით ერევანში 21 ოქტომბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

„კავკასიური კვანძის’’ ინფორმაციით, ფორუმის წინა დღეს, რამდენიმე სომხური ორგანიზაციის აქტივისტმა უფლებადამცველმა ბატონ იაგლანდს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გენერალური მდივნის ყრადღების მიქცევა ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სცადა.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ პრობლემები გაქვთ,“ - განაცხადა თორნბიორნ იაგლანდმა. „ეუთო გულდასმით ადევნებს თვალყურს 2008 წლის შემდეგ სომხეთში განვითარებულ მოვლენებს; და თუ საჭირო არის ჩვენს შეშფოთებასაც გამოვთქვამთ. სწორად ამიტომ სომხეთი ჯერ კიდევ მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ჩვენ პერიოდულად წარმოვაჩენთ ამ საკითხებს ქვეყნის ხელისუფლების წინაშე. ადამიანები არ შეიძლება დაპატიმრებულ იქნან თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისათვის; ეს ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას,“ გენრალურმა მდივანმა ასევე გაიხსენა, რომ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის გამოყენებაც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში.

ამასთან ერთად, ბატონმა იაგლანდმა აღნიშნა, რომ ეუთოს უფლება არ აქვს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს: „თუ ჩვენ თქვენს საშინაო პრობლემებში ჩავერევით, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ეს უნდა გადაწყდეს თქვენი შიდა ინსტიტუტების მიერ.“

„ჩემთვის ცნობილია სომხეთში არსებული სიტყვის თავისუფლების პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით, ელექტრონულ მედიის სფეროში,“ - განაცხადა მან. „ჩვენ ამ პრობლემას წარმოვაჩენთ სომხეთის მთავრობის წევრებთან და ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე. ეუთო განსაზღვრულ მექანიზმებს ფლობს შესაბამისი კონვენციების, რომელთა მონაწილე სომხეთიც არის, ცხოვრებაში გასატარებლად.“
გენერალური მდივნის განცხადებით, დემოკრატიის დამყარება გრძელი პროცესია. „ჩვენი სურვილია სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის დაწყება; ეს უეკთესია, ვიდრე ქუჩებში გასვლა. ვფიქრობ, სომხეთი ამ კუთხით ვითარდება.“


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved