უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი
აზერბაიჯანი: ფატულაევი ციხეში დარჩება
[28.12.2010]
დღეს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ იმრან გაჯიგაიბოვის თავმჯდომარეობით უარი განაცხადა ჟურნალისტ ფატულაევის საკასაციო საჩივრის მიღებაზე. საჩივარი შეტანილი იყო ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ფატულაევის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ფორმად დაპატიმრების გამოყენებასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარის მიხედვით, აღნიშნული ზომა შეირჩა იმის შემდეგ, რაც ბაქოს გარადაგის საოლქო სასამართლომ 2010 წლის 6 ივლისს გადაწყვეტილება გამოიტანა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
„დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მიზანი იყო არ დაეშვათ ფატულაევის გათავისუფლება იმის შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მის წინააღმდეგ გამოტანილი ორი განაჩენის გარდაუვალ გაუქმებასთან დაკავშირებით 2007 წელს. ეს ასე მოხდა: 11 ნოემბერს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა წინა გადაწყვეტილებები, მაგრამ პატიმრობაში დატოვა ფატულაევი ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე,“ - განაცხადა ელჩინ სადიგოვმა, ფატულაევის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
საკასაციო საჩივარი ითხოვდა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ნარკოტიკების უკანონო მფლობელობის ბრალდებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ხელმეორედ გამართვას. ამას გარდა, ფატულაევი ითხოვდა კომპენსაციას უსამართლო დაკავების გამო.
თუმცა, სახელმწიფო მბრალდებელი ბაშირ ჯაფაროვი საჩივრის დაკმაყოფილების წინააღმდეგი იყო. უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა კონსულტაციების გამართვასა და საჩივრის მიღებაზე და საქმე ბაქოს სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.
ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „პოლიტიკური წესრიგის დამყარება ჟურნალისტის ციხეში დატოვების მიზნით“. მისი აზრით, „სასამართლო არაობიექტური იყო საჩივრის განხილვისას“.
სადიგოვის მიხედვით, ფატულაევის საქმე უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს და მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიწევს.
სადიგოვის მიხედვით, ფატულაევის საქმე უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს და მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიწევს.
„აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ თავიანთი ვალდებულებების დარღვევას ევროსაბჭოს წინაშე. მათ მარცხი განიცადეს არა მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესრულებაში, არამედ ასევე უგულებელყვეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება. კომიტეტმა ოფიციალურ ბაქოს მოუწოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისაკენ. ევროსაბჭოს წესების თანახმად, აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს უსამართლო უარის შემდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტმა შესაძლოა ერთ თვეში მოითხოვოს ფატულაევისათვის დაპატიმრების ნაცვლად სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენება,“ - განაცხადა სადიგოვმა.
უზენაესი სასამართლოს პრეს-ცენტრმა უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა ფატულაევის საქმეზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ ევროსაბჭოს მოთხოვნების დარღვევის შესახებ. მათი განცხადებით, „ისინი ვერაფერს დაამატებდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას“.
წყარო: კავკასიური კვანძი
კალენდარი
არქივი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|