უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: სომხეთში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კოალიცია - საპროტესტო მარში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად, ზარუჰი პეტროსიანის მოსაგონრ
[25.11.2010]
2010 წლის 1 ოქტომბერს, მეუღლის მიერ სასტიკად ნაცემი ზარუჰი პეტროსიანის გარდაცვალების შედეგად ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია რათა აღნიშნულ საკითხზე შემდგომი მოქმედებები განეხორციელებინათ და ცნობიერება აღემაღლებინათ ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით სომხეთში.

კოალიცია იწვევს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს საპროტესტო მარშს შეურთდნენ 25 ნოემბერს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მოსაგონრად და ჩაერთონ სხვადასხვა აქციებში 16 დღის განმავლობაში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღსაკვეთად.

პროტესტის მონაწილენი მარშირებით ჩაუვლიან სამთავრობო დაწესებულებებს და ღია წერილებს დაურიგებენ რამდენიმე სამთავრობო ორგანოს ზარუჰის საქმეში სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად. ეს გაამხნევებს მოსახლეობას პეტიცია წარადგინონ აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად და თანხა შეაგროვონ მსხვერპლის წლინახევრის ბავშვის დასახმარებლად.

მარშირება დაიწყება 2010 წლის 25 ნოემბერს, 3:30-ზე კასკადთან ახლოს (თამანიანის ქანდაკებასთან).

შემოგვიერთით და ხმა აღიმაღლეთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ!

ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კოალიცია, წევრები:

ქალთა რესურს-ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია;
ძალადობისაგან თავისუფალი საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაცია;
ქალთა უფლებების ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია,
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი/ტუფენკიანის ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია;
ზანგაგატუნი, არასამთავრობო ორგანიზაცია;
საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება, სომხეთი, არასამთავრობო ორგანიზაცია;
სექსუალური ძალადობის კრიზის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved