უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: ეუთო მხარს უჭერს სომხეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შესახებ პუბლიკაციების გამოცემას
[24.02.2011]
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით, ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პუბლიკაციები, სახელწოდებით „სომხეთის სამოქალაქო საზოგადოება: ტრანზიციიდან კონსოლიდაციამდე“, 22 თებერვალს ერევანში გამოიცა.

ქვეყნის ანალიტიკური მიმოხილვა და პოლიტიკის მოკლე აღწერა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქაუნთერ ფართ ინთერნეიშენალმა“ ეუთოს ერევნის ოფისისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პუბლიკაციები მომზადდა სივიკუს-ის სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული გარემოს, თვითმმართველობის, ურთიერთობის მექანიზმებისა და არასამთავრობო სექტორის სომხეთის მოქალაქეებზე ზეგავლენის ანალიზის მიზნით.

პუბლიკაციები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ასპექტების, ძირითადი აქტორების, ძლიერი და სუსტი მხარეების დაწვრილებით შეფასებას და გვთავაზობენ მისი მომავალი განვითარების გზებს. კვლევა აკვირდება იმ გარემოს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოქმედებენ, მათი ჩართულობის ხარისხსა და მრავალფეროვნებას, შიდა სტრუქტურას, რესურსებს, კომუნიკაციებს, კავშირებს სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ აქტორებს შორის და მათ ზეგავლენას.

„სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიულ მმართველობასა და განვითარებაში გაიზარდა“, განაცხადა ერევანში ეუთოს ოფისის თავმჯდომარემ, ელჩმა სერგეი კაპინოსმა. „აღნიშნულ პუბლიკაციებში წარმოდგენილი შეფასება სასარგებლო პრაქტიკული საშუალება იქნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან დემოკრატიის ხელშეწყობის პროცესში“.
„ქაუნთერ ფართ ინთერნეიშენალის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ალექს სარდარმა განაცხადა: „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და კანონის უზენაესობა მდგრადი განვითარების სვეტებს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, რომ ადამიანური პოტენციალია ჩანერგილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა მოხალისე სტრუქტურებში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განსავითარებლად“.

პუბლიკაციების წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს: სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება უფრო მაღალი გამჭვირვალობით, განათლებითა და ქსელური კავშირებით; გამჭვირვალობისა და შიდა დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; სოციალური კაპიტალის, თანამშრომლობის მექანიზმების, ინსტიტუციონალური შესაძლებლობისა და ფინანსური მდგრადობის განვითარება; საჯარო მმართველობის გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება; საერთო სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებში წვლილის შეტანა; სომხურ დიასპორასთან კავშირების გაძლიერება.

წყარო: osce.org


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved