უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: ჰელსინკის ასოციაცია წარმოადგენს 2010 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სომხეთში
[02.03.2011]
2011 წლის 28 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ასოციაციამ წარმოადგინა 2010 წლის ანგარიში სომხეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერევანში, კონგრესის სასტუმროში.

ანგარიში წარმოდგენილ იქნა ორ ტომად. ის ძირითადად ეხებოდა სიტყვისა და მასმედიის თავისუფლებას, მშვიდობიან შეკრებას, უფლებადამცველებს, წამებასა და სასტიკ მოპყრობას, რელიგიის თავისუფლებასა და  სინდისისა და რელიგიის, ასევე სამხედრო სამსახურისაგან თავის შეკავების უფლებებს.

ჰელსინკის ასოციაციის თავმჯდომარე ბატონ მიქაელ დანიელიანმა ისაუბრა ვაჰან ხალაფიანის საქმეზე. წარმოდგენილ იქნა იმ მონიტორინგის ღონისძიებების შედეგები, რომლებიც სასამართლო პროცესებზე, ციხეებსა და სომხეთის ფსიქიკურ საავადმყოფოებში ხორციელდებოდა. კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ორგანიზაციები, სომხეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და მასმედიის წარმომადგენლები.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved