უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: ბაქოს ცენტრში ოპოზიციონერი აქტივისტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა
[06.04.2011]
წინასწარი ინფორმაციით, არასანქციონირებული აქციის დროს აზერბაიჯანის დედაქალაქში 50-ზე მეტი ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს. საპროტესტო აქცია სამართალდამცავ ორგანოებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„კავკასიური კვანძის“ თანახმად, 2 აპრილის დილას, პოლიცია გარს შემოერტყა ბაქოს ცენტრალური გზების მისადგომებს და მოემზადა არასანქციონირებული საპროტესტო აქციისათვის, რომლის ჩატარებას დემოკრატიის სამოქალაქო მოძრაობის „საჯარო პალატა“ ფანტანების ტერიტორიაზეა პირებდა. საპროტესტო აქციის დაწყებამდე 10 ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს.

ასევე დააკავებულ იქნა რამდენიმე ოპოზიციონერი, რომლებმაც ფანტანების ტერიტორიაზე შეწღევა მოახერხა. დაკავებულთა შორის არის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, აზერბაიჯანის პარტია „ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე.

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა მაინც მოახერხეს ადგილობრივი აქციის ჩატარება ქალაქის სხვა ნაწილებში. ყველაზე დიდხანს გაგრძელდა სახილის მეტრო სადგურთან ჩატარებული აქცია. თავდაპირველად, პოლიციამ ახალგაზრდებს აიძულა ბულვარის მხარეზე გადასულიყვნენ. თუმცა, იქ შეკრების შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ ნიცას ქუჩაზე.

რადგანაც ოპერატიული ძალების პოლკი მოქმედებდა ფანტანების ტერიტორიაზე, პატრულმა ვერ მოახერხა ახალგაზრდების შეჩერება. გზაზე მათ შეაჩერეს ავტობუსი, რომლიდანაც მანამდე დაკავებული აქტივისტების ნაწილი გაათავისუფლეს.

დაახლოებით 300-400 ადამიანი რაში ბეხბუდოვის ქუჩაზე გადმოვიდა, ცენტრალური ბანკის ქუჩას გაჰყვა და რკინიგზის სადგურზე შეუხვია. გზად, დემონტრანტები სკანდირებდნენ „თავისუფლებისათვის,“  „გადადგეს ილხამი!“ და თან მოჰქონდათ აზერბაიჯანის დროშა.

ვაგზლის მიდამოებში ოპერატიული ძალების ფრონტმა დაახლოებით 15 ახალგაზრდა დააკავა. პოლიციელები ხელკეტებსაც იყენებდნენ.
აქტივისტები აგრძელებდნენ აზადლიგის პროსპექტზე მოძრაობას. მათი შეკავება აშშ-ს საელჩოსთან განხორციელდა. დემონსტრანტებმა შეძლეს დაახლოებით 1.5-2 კილომეტრის გავლა ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში და აქციისადმი ყურადღების მიპყრობა. დემონსტრანტთა მსვლელობისას ჩერდებოდა ტრანსპორტი, ზოგიერთი მძღოლი საკუთარი ავტომანქანების საყვირების მეშვეობით სოლიდარობას გამოხატავდა აქციის მონაწილეთა მიმართ.

დაახლოებით 16:00 საათისათვის ოპოზიციის ცალკეული აქტივისტები ადგილობრივ აქციებს აწყობდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ანტი-სამთავრობო მოწოდებებს სკანდირებდა.  ყოოველ ასეთ აქციას მოსდევდა სამართალდამცავების ძალისმიერი რეაქცია.

სამართალდამცავებმა ასევე შეზღუდეს ჟურნალისტთა საქმიანობაც. აღნიშნული ქმედების მოტივად ისინი იყენებდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას.  ადამიანებს ვინც ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, ასევე შეეშალათ ხელი თავისი საქმიანობის განხორციელებაში. რამდენიმე ჟურნალისტმა უკმაყოფილება გამოთვა, რის შემდეგაც ბაქოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, გენერალ მაიორმა იაშარ ალიევმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების ერთ ადგილას შეკრება მისი ბრძანება იყო. ალიევმა ბრძანა, „მოეშორებინათ უკმაყოფილო ჟურნალისტები“.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved