უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
მოვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემას ფოტორეპორტიორების საქმეში
[20.07.2011]
18 ივლისი, 2011
პარიზი, ჟენევა, ოსლო, ჰააგა, ლონდონი

ჩვენ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და საჯარო გახადოს დაკავებული ფოტორეპორტიორების პროცესი; განახორციელოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

2011 წლის 7 ივლისს, დილის 3 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საკუთარ სახლში 5 ფოტორეპორტიორი დააკავეს. დაკავებული ფოტორეპორტიორები არიან:

• ზურაბ ქურციკიძე - ევროპული პრეს-ფოტო სააგენტოს (EPA) ფოტორეპორტიორი;
• შაჰ აივაზოვი - ასოსიეითიდ პრესის (AP) ფოტორეპორტიორი;
• ირაკლი გედენიძე - პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი;
• ნათელა გედენიძე - გაზეთი „პრაიმ ტაიმის“ ფოტოგრაფი;
• გიორგი აბდალაძე - გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი;

2011 წლის 7 ივლისს, შუადღისას, შინაგან საქმეთა სამისნისტრომ თავის ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ „დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.“ ფოტოგრაფებს ბრალად ედებოდათ გაეროში მომუშავე ქართველი მოქალაქეების სიის გავრცელება. სხვა დეტალები წარმოდგენილი არ ყოფილა.1

ირაკლი გედენიძემ ბრალი აღიარა 2011 წლის 9 ივლისს, ღამის 2 საათზე. ვშიშობთ, აღიარება ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული. ნახევარ საათში, გაათავისუფლეს მისი მეუღლე ნათელა გედენიძე. 10 000 ლარი გირაო (დაახლოებით 4240 €) იქნა წარმოდგენილი მის გასათავისუფლებლად, იმის გათვალისწინებით, რომ მან ბრალი აღიარა და ჰყავს ორი პატარა ბავშვი.

9 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამ ფოტორეპორტიორს. სასამართლო სხდომა დახურული იყო, თუმცა, გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, რომ ბრალდებულებს „ბრალად ედებათ ჯაშუშობა, ესე იგი უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით“.

მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფების საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისად სარწმუნო და დამაჯერებელი.2 იმ დროისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ირაკლი გედენიძემ ჩვენება მისცა, ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენება მიცემული იყო ზეწოლის ქვეშ.

შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ვალდებულებები დაცულ იქნას ფოტორეპორტიორთა საქმეში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცენ ფოტორეპოტრიორთა უფლებას, ისარგებლონ სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის მე-14  და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებით: ყოველი ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად; ყოველ ბრალდებულს აქვს უფლება, სამართლებრივი დახმარებით ისარგებლოს მის მიერ არჩეული დამცველისაგან და უზრუნველყოფილ იქნას ადეკვატური დაცვით; დამცველს უფლება აქვს, დაკითხოს ბრალდების მხარის მოწმეები და წარმოადგინოს დაცვის მხარის მოწმეები; ყოველი ბრალდებული სარგებლობს უფლებით, არ აიძულონ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ან ბრალის აღიარება. აღნიშნული საპროცესო გარანტიები მნიშვნელოვანი საწინდარია ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დასაცავად საქართველოში.

და ბოლოს, მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში თვალყური ადევნონ ფოტორეპორტიორთა საქმის განვითარებას და უზრუნველყონ, რომ საქართველოს მთავრობამ დაიცვას დაკავებულთა უფლებები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას.
ხელმომწერები:

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია
მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ
ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
ცენზურის ინდექსი

 1.   აღსანიშნავია, რომ ის სია, რომლის გავრცელება ფოტოგრაფებს ბრალად ედებათ არ წარმოადგენს კონფიდენციალურ დოკუმენტს და სტატუსი „სახელმწიფო საიდუმლოება“ დოკუმენტზე ხელით ეწერა.

2. სატელეფონო საუბრები ფოტორეპორტიორებს შორის გვაჩვენებს, რომ ფოტოგრაფებს ფული ლეგალური გზით მიეწოდებოდა. შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა არ გვაჩვენებს ზურაბ ქურციკიძის რაიმე კავშირს რუსეთის ჯაშუშებთან.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved