უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადაეცათ პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში
[27.10.2014]
2014 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადასხა პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში, რომლებმაც გამოიჩინეს დიდი გამბედაობა და ძალისხმევა თავიანთ ქვეყანაში ღირსების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის. 

„აზერბაიჯანი არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ვითარდება დიქტატურის მიმართულებით“, - აღნიშნავს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბიორნ ენგესლანდი. ეს ჯილდო გადაეცემა ყველა პოლიტიკურ პატიმარს. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ყველა მოვიხსენიოთ. 

ლაურეატების შესახებ 

კასპიის ზღვიდან ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბეიჯანის ხელისუფლება წლების განმავლობაში სასტიკი მეთოდებით აიძულებდა ოპონენტებს, გაჩუმებულიყვნენ. ბრალს სდებდა მათ მოგონილ დანაშაულებში და უსჯიდა ხანგრძლივ პატიმრობას. ადგილობრივ ადამიანის უფლებათა დამცველებს ევროპის საბჭოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოვლენილი ჰყავთ 98 პოლიტიკური პატიმარი ქვეყანაში. პატიმართა შორის არიან ყველაზე განათლებული, გამოცდილი და გამოჩენილი უფლებადამცველები, ჟურნალისტები, ახალგაზრდა აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის რამდენიმე მეგობარი და პარტნიორი პატიმრობაშია ან უკვე მოიხადა სასჯელი. სამოქალაქო საზოგადოება აზერბაიჯანში ჩამოშლილია და ნორვეგიის ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფო სწრაფი ტემპებით იღებს დიქტატურის სახეს. ნორვეგიული ნავთობის კომპანია „სტატოილი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა აზერბეიჯანში. 

ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ საშინელ სიტუაციაზე რომელშიც იმყოფება ყველა პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ უნდა მივანიჭოთ მათ დამსახურებვული სტატუსი და გამოვიჩინოთ კონკრეტული ძალისხმევა რათა მოვითხოვოთ ხელისუფლებისაგან მათი განთავისუფლება და თავისუფალი აზრის გამოთქმისას მათი შევიწროების შეწვეტა, აცხადებს ენგესლანდი. -ევროპული ინსტიტუტები და დიპლომატიური საზოგადოება ივიწყებს თავიანთ პასუხიმგებლობას აზერბაიჯანთან მიმართებაში. 

98 პოლიტიკურ პატიმარს შორის არის 13 ჟურნალისტი და ბლოგერი, 10 უფლებადამცველი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ადვოკატები, ცხრა ახალგაზრდა აქტივისტი, წამყვანი ოპოზიციონერი ლიდერი და სხვა მრავალი ოპოზიციონერი თუ რელიგიური აქტივისტი. 

ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმარი გახლავთ ლეილა იანუსი (დაბადებული 1955წ.) - 90-ანი წლებიდან აზერბაიჯანის ერთ-ერთი გამოჩენილი უფლებადამცველი და მშვიდობის აქტივისტი. იგი არის ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორი. განსაკუთრებით აქტიური იყო პოლიტიკური პატიმრების საქმეების შესწავლაში და ასახელებდა კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. ლეილა იანუსმა წამყვანი როლი შეასრულა იმ სიის მომზადებაში, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის აგვისტოში და გამოავლინა 98 პოლიტიკური პატიმარი ქვეყანაში. იგი დააკავეს ამა წლის 30 ივლისს და ბრალი დასდეს მრავლობით დანაშაულში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სახელმწიფოს ღალატია, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მისი მეუღლეც, ისტორიკოსი და შერიგების მომხრე აქტივისტი არიფ იანუსი აგრეთვე დაკავებულია მძიმე ბრალდებებით. 

სხვა ცნობილ პოლიტიკურ პატიმართა შორის არის ანარ მამადლი (დაბადებული 1978წ), რომელსაც გასულ მაისს მიესაჯა ხუთწელიწადნახევარი პატიმრობა. ანარ მამადლი ხელმძღანელობს ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ ორგნიზაციას, რომელიც აკვირდება არჩევნებს. მამადლი რეალურად დაპატიმრებულია მისივე ორგანიზაციის კრიტიკული მოხსენებების გამო აზერბაიჯანის არადემოკრატიულ არჩევნებზე. მისი მოადგილე ბაშირ სულეიმანლი ბრალდებულად სცნეს იგივე საქმეში. 

რასულ ჯაფაროვი დააკავეს 2014 წლის 2 აგვისტოს. მას 30 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი იურისტია და აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტების საქმეში. ის იყო ცნობილი კამპანიის - „ხელი მოაწერე დემოკრატიისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2012 წელს ბაქოში ჩატარდა ევროვიზიის კონკურსის პარალელურად. 

ინტიგამ ალიევი (დაბადებული 1962წ) ცნობილი ადვოკატი და პოლიტიკურ პატიმართა დამცველია, რომელმაც მრავალი საქმე მოიგო აზერბეიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ალიევი დააკავეს 2014 წლის აგვისტოში და წარუდგინეს სერიოზული ბრალი მცდარი სარჩულით. 

ისტორია

ადამიანის უფლებათა კრიზისი აზერბაიჯანში დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ხელისუფლება ჯერაც ვერ გრძნობს მძაფრ რეაქციას მსოფლიოსგან. აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრია 2001 წლიდან. იმ მრავალ პირობათა შორის, რომელიც აზერბეიჯანს უნდა შეესრულებინა წევრობისათვის, გახლდათ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. 

14 წლის შემდეგ აზერბაიჯანი უფრო აგრესიულია ოპონენტთა მიმართ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარედ არჩევიდან ერთი კვირის შემდეგ, 2014 წლის 1 მაისს, აზერბაიჯანის მთავრობამ დაიწყო აქტივისტების დაპატიმრების ახალი ტალღა. ეს არის დამცინავი დამოკიდებულება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მიმართ, რადგან ეს ტალღა ძირითადად შეეხო იმ ადამიანთა უფლებების დამცველებს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ ევროპის საბჭოსთან აზერბაიჯანის მიერ პოლიტიკური პატიმრების ცნობისა და განთავისუფლების კუთხით. ამდენი წლის შემდეგაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვერ შეთანხმდა მოხსენებაზე აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ეს მისია თავად იტვირთეს, რაც რამდენიმე მათგანს პატიმრობის ფასად დაუჯდა. 

ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდოს შესახებ 

ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო დაარსდა 1980 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ, ანდრეი სახაროვის თანხმობისა და მხარდაჭერის შედეგად, იმ ადამიანებისათვის რომლებიც დაპატიმრებულ იქნენ თავიანთი აზრის, რწმენისა და სინდისისათვის. ანდრეი სახაროვის თავისუფლების პირველი ჯილდო გადასცეს 1984 წელს. 

წარსულში სახაროვის ჯილდო მიღებული აქვთ რუსეთის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია გოლოსს (ხმა), ხელმძღვანელი ლილია შიბანოვა 2012 წელს; ცნობილ ბელორუს უფლებადამცველს ალეს ბიალიატსკის, ყაზახ უფლებადამცველს ევგენი ხოვტისს და რუს სვეტლანა განუშკინას. 

ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდოს 2014 წლის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება სასტუმრო ბრისტოლში (ოსლო) 2014 წლის 13 ნოემბერს. 

http://www.nhc.no/en/news/Andrei+Sakharov+Freedom+Award+to+political+prisoners+in+Azerbaijan.b7C_wlnQZX.ips                                  


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved