უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
ერევანში ქართველი, ოსი, აფხაზი და სომეხი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა
[03.11.2013]
22.02.2013

დიალოგი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის“ პროექტის ფარგლებში, 16–19 თებერვალს ერევანში, სასტუმრო „უნივერსიტეტსკაიაში“ ქართველი, ოსი, აფხაზი და სომეხი (მათ შორის ერთი ყარაბახიდან) ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა.

პროექტი 5 ორგანიზაციის პარტნიორობით ტარდება, ესენი არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (iccn) მსოფლიო ძალადობის გარეშე (სოხუმი), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სააგენტო (ცხინვალი), ბერკოფის ფონდი (Berghof Foundation) და იკავე პაქს კრისტი (IKV Pax Christi).
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული კონფლიქტების გაცნობა, ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოვება და მათ შორის დიალოგის წარმოება, ტრენინგების მართვა და უნარ–ჩვევევების გამომუშავება.

შეხვედრის მონაწილეთა ასაკი 22–32 წლით არის განსაზღვრული.
ერევნის შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევითი ცენტრი (iccn) იყო, ქართული, აფხაზური და ოსური მხრიდან 7–7, 2 სომეხი და ერთი ყარაბახელი ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრაში აზერბაიჯანიდან 2 ახალგაზრდას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, აზერბაიჯანული მხარე ერევანში ვერ ჩავიდა.

ერევნის შეხვედრა, დიალოგის ფარგლებში, 18–ე იყო. ძირითადი შეხვედრები კოსოვში, მოლდოვასა და სომხეთში გაიმართა, შუალედებში კი, სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში.
ერევანში ჩატარებული ტრენიგნგის თემები იყო – კომუნიკაცია, კონფლიქტის ანალიზი, სტერეოტიპები, აქტიური მოსმენა, მოლაპარაკებები, ფასილიტაცია, მედიაცია.
დიალოგის მონაწილეები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის, იურისტები, უფლებათა დამცველები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ჟურნალისტები.
პროცესი სწავლებით და ფასილიტატორებისა და ტრენერების მომზადებით დაიწყო, რასაც თვითრეგულირებადი დიალოგი მოჰყვა და ერევანში ტრენინგი უკვე პირადად ახალგაზრდა ფასილიტატორებმა ჩაატარეს. ტრენინგები ინტერაქტიური მეთოდის საშუალებით მიმდინარეობდა.

iccn–ის წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა შეძლეს ტრენინგის ერთად, გუნდურად დაგეგმვა–ჩატარება. მონაწილეთა განცხადებით, ტრენინგის საშუალებით, საქმის ერთობლივად კეთების კუთხით გამოცდილება საკმაოდ გაიღრმავეს.

პროცესი 2008 წლიდან მიმდინარეობს და აღსანიშნავია, რომ ქართული, აფხაზური და ოსური მხრიდან მასში 160–ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოგვიანებთ ადგილებზე – სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში თავად ჩაატარეს ტრენინგები და მიღებული გამოცდილება დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარეს. პროცესი სოხუმის ტელევიზიითაც გაშუქდა.

ორგანიზატორებმა ერევნის შეხვედრას განსაკუთრებულად წარმატებული უწოდეს.
შეხვედრა  Black Sea Trust-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.



Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved