South Caucasus Network of Human Rights Defenders


Saytda axtarış
İrəli
სახალხო დამცველის განცხადება შეკრების თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით
[15.06.2015]
 
ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს 12 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პოლიციელებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში შეკრების შესაძლებლობა.

12 ივნისს, 19:30 საათზე თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში დაგეგმილი იყო უფლებადამცველების აქცია. აქციის მონაწილეები სლოგანით – „სპორტი ადამიანის უფლებებისათვის“ – აზერბაიჯანში, ევროპული თამაშების გახსნის დღეს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევების, უფლებადამცველების დაკავებისა და დაპატიმრების გაპროტესტებას გეგმავდნენ. აქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო და გავრცელდა, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით.

დაგეგმილ დროს შეკრების გასამართ ადგილას მისულ აქციის მონაწილეებს ჰეიდარ ალიევის პარკის ირგვლივ მობილიზებული პოლიციელთა კორდონი დახვდათ. პოლიციელების განმარტებით, ისინი ახორციელებდნენ საპოლიციო ღონისძიებას და აქციის მონაწილეებს პარკში ვერ შეუშვებდნენ. მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ გაუცნიათ შეკრების მონაწილეებისათვის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ასევე, არ განუმარტავთ, რა სახის საპოლიციო ღონისძიებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები იძულებულები გახდნენ გადაენაცვლათ მოშორებულ ადგილას და იქ გაემართათ აქცია. პოლიციელების ქმედება უშუალოდ იყო მიმართული იქითკენ, რომ აქცია არ შემდგარიყო ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის ტეროტორიაზე. შეკრების ორგანიზატორების განმარტებით, პოლიციელები პარკში შესვლაში მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს აქციის მონაწილეებს, რომელთა იდენტიფიცირებასაც ახდენდნენ შესაბამისი მაისურებითა და პლაკატებით, ხოლო სხვა პირებს პარკის ტერიტორიაზე დაშვებაში ხელი არ შეშლიათ. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას სახალხო დამცველის რწმუნებული მივიდა. კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციელებმა სახალხო დამცველის რწმუნებულს არ მისცეს ახსნა–განმარტება სპაოლიციო ღონსიძიების სახისა და საფუძვლების, შეკრების ადგილთან დაკავშირებული შეზღუდვის შესახებ, რითაც დაარღვიეს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები იცავენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას. კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს  უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საჯაროა ადგილი, რომლის გამოყენების უფლებაც ყველას თანასწორად აქვს, რაც სხვებთან ერთად მოიცავს საჯარო პარკებსა და სკვერებსაც.  ხელისუფლება ყოველთვის უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს საჯარო შეკრებების გამართვას ორგანიზატორების მიერ შერჩეულ ადგილებში, თუ ეს არის საჯარო სივრცე, რომელიც ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.  მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევა – არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს აქციის მიმდინარეობას მანამ, სანამ არ იარსებებს კანონით გათვალისწინებული, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სიკეთეებისაკენ მიმართული, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი შეზღუდვის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს არ გააჩდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, ვინაიდან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით აღნიშნული მოითხოვება მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ადგილას აქციის გამართვის შემთხვევაში. ასევე, ადგილი არ ჰქონია შეკრების ადგილის შეზღუდვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს: (1) იმავე ადგილას არ იმართებოდა სხვა აქცია და (2) ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავიანთ საქმიანობაში ხელი არ ეშლებოდათ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ ან სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან აღნიშნულ ადგილებში.

მოვლენათა ზემოთ აღწერილი განვითარება მაღალი ალბათობით მიუთითებს, რომ პოლიციელების ქმედება, ხელი შეეშალათ აქციის ჰეიდარ ალიევის სკვერში გამართვისათვის, დაგეგმილი იყო სახელისუფლებო ვერტიკალის ზედა რგოლში. მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაუყვნებლივ დაიწყოს აღნიშნული ფაქტების გამოძიება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმის შეწავლას, თუ რომელი თანამდებობის პირის/თანამდებობის პირების მიერ მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

 

Təqvim

Arxiv

Avqust 2022
B.e Ç.a Ç C.a C Ş В
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31     

Sorğu

Copyright © 2009 - 2022 | All Rights Reserved