South Caucasus Network of Human Rights Defenders


Saytda axtarış
İrəli
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების პოლიტიკურ დევნას საქართველოში
[23.06.2009]

2009 წლის 23 ივნისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ უკიდურესად შეშფოთებულია ქართული ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაპატიმრების და მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გამო. ინციდენტები ბოლო ორი თვის მანძილზე, 2009 წლის 9 აპრილს დაწყებული დემონსტრაციების შემდეგ ხდება. ინციდენტების რაოდენობამ ბოლო ხანს იმატა.

ქსელის წევრები განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ ქვემოთ მოყვანილი ფაქტების გამო, რომლებიც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანზიაციებმა დააფიქსირეს:

-    დემონსტრანტების  ფიზიკური შეურაცხყოფა - დემონსტრაციის მონაწილეები უცნობი ადამიანების სამიზნე ხდებიან. თავდამსხმელებს ხშირ შემთხვევაში ნიღბები უკეთიათ. დემონსტრანტებს სცემენ და ემუქრებიან, რომ თუ დემონსტრაციებში მონაწილეობას გააგრძელებენ, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
-    აქტივისტების დაპატიმრება - ბოლო ორი თვის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რამდენიმე ათეული აქტივისტი დააპატიმრეს. პროცედურული დარღვევებისა და დაპატირებების კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ  დაპატიმრებებს პოლიტიკურ მოტივი უდევს საფუძვლად.
-    დემონსტრანტების პროვოცირებისკენ მიმართული მოქმედებები  - რამდენიმე შემთხვევაში სამართალდამცველებმა დემონსტრაციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის მიზანმიმართული პროვოცირება მოახდინეს, რასაც დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა;
ზემოთხსენებული მოქმედებები პოლიტიკური აქტივისტების უფლებების უხეში დარღვევაა. უფრო მეტიც,  პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა აფერხებს ქვეყნის განვითარების პროცესს და მთავრობისა და საზოგადოების პოლარიზებას იწვევს.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს:

-    გამოიძიონ დემონსტრანტებზე თავდასხმის ყველა ფაქტი და დასაჯონ დამნაშავეები;
-    გაათავისუფლონ ის აქტივისტები, რომლებიც პოლიტიკური აქტიურობის გამო არიან დაკავებული და ბოლო მოუღონ პოლიტიკურ დაპატიმრებებს ქვეყანაში;
-    უზრუველყონ სამართადამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების მინიმუმამდე დაყვანა და დემონსტრანტების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოყენება;
-    პატივი სცენ პოლიტიკური აქტივისტების უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით.


Təqvim

Arxiv

Aprel 2024
B.e Ç.a Ç C.a C Ş В
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30      

Sorğu

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved