უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: დაპატიმრებული ჟურნალისტი შეწყალებულ იქნა
[26.03.2010]
ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და გაზეთ „აზადლიგი“-ს მთავარი რედაქტორი, ქანიმად ზაჰიდი, გათავისუფლებულ იქნა 17 მარტს, მას შემდეგ, რაც მოიხადა, როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების, ხულიგნობისათვის, მისჯილი 4 წლიანი სასჯელის 3 წელი, იტყობინება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახური.

ზაჰიდმა თქვა, რომ გამოშვებისას მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტის შეწყალებაზე, რომლის მეშვეობითაც იგი გათავისუფლდა. „მე ვუპასუხე, რომ „მე დავიმსახურე თავისუფლება,“ თქვა ზაჰიდმა.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი პატიმრობა არღვევდა არა მხოლოდ მის, არამედ მთელი აზერბაიჯანის საზოგადოების უფლებებს. მისი თქმით მას არ უნდოდა შეწყალების თხოვნა, რადგან არ უნდოდა გამოეხატა გაბრაზება ან აგრესია, მაგრამ დაამატა: „ჩემი დაპატიმრება - ეს მათი [ხელისუფლების] შეცდომა იყო. არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანებს“.

ქანიმატ ზაჰიდი არის ერთ-ერთი იმ 70 პატიმრიდან, რომელებიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეიწყალა.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved