უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი
ფოტო გალერეა
საქართველო: ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში:[14.10.2010]
2010 წლის 12 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში: გამოწვევები, წინააღმდეგობები და გაუმჯობესების პერსპექტივები”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან და საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები.
[09.07.2010]
რეგიონულ შეხვედრას ქსელის წევრები ამიერკავკასიის სამივე ქვეყნიდან
ესწრებოდნენ. 2 და 5 ივლისს გამართული ღონისძიების მიზანი განხორციელებული
საქმიანობის შეფასება, გამოცდილების გაზიარება და იმ პრობლემური საკითხების
განსაზღვრა იყო, რომელთა გამოსწორება აუცილებელია თანამშრომლობისა და
ქსელის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის.
[28.12.2009]
25 დეკემბერს, არტ – კაფე „ქარავანში“ საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების
ავტორი ჟურნალისტები დააჯილდოვეს. კონკურსი სახელწოდებით „ადამიანის
უფლებები – ჩემი ყოველდღიურობა“ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ორგანიზებით ჩატარდა.
[16.12.2009]
15 დეკემბერს „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ (ძდექ), რომელიც
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი ორგანიზაციაა და ქალთა
კლუბმა „პეონმა“ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა გამართეს
თბილისში გალერეა „რაციოში“.
[30.11.2009]
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ,,საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ” აღნიშნა ორგანიზაციის დაარსების 10 წლისთავი.
[27.11.2009]
2009 წლის 25 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ინიციატივით, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია მოეწყო.
[26.11.2009]
,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის" მეორე რეგიონალური შეხვედრა - ფოტორეპორტაჟი გაიმართა 22-25 ნოემბერს თბილისში, საქართველო.
[30.10.2009]
30 ოქტომბერს – პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს
პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ან ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს
ნებისმიერ ქვეყანაში საზღვრების მიუხედავად.
კალენდარი
არქივი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|