უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: საქველმოქმედო მარათონი „სინდისის პატიმრების“ მხარდასაჭერად
[28.06.2010]
აზერბაიჯანში ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტმა (IRFS) დაიწყო საქველმოქმედო კამპანია სახელწოდებით „მარათონი სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად“. აქცია უკავშირდება ეროვნული პრესის დღეს, რომელიც ქვეყანაში 22 ივლისს აღინიშნება.

როგორც კავკასიური კვანძის ჟურნალისტი იუწყება, 22 ივნისის პრეს-კონფერენციაზე IRFS-ის დირექტორმა, ემინ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ კამპანიის მიზანს დაპატიმრებული ჟურნალისტის, ეინულა ფატულაევისა და ახალგაზრდა ბლოგერების, ემინ მილის და ადნან ჰაჯიზადეს ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა წარმოადგენს.
ჰუსეინოვის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში შეგროვებული თანხები 22 ივლისს ზემოთაღნიშნული აქტივისტების მშობლებს გადაეცემათ.
„მარათონი ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და იგი ღიაა 18 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქისათვის. მოქალაქეებს ასევე გააჩნიათ ფსევდონიმებით მონაწილეობის უფლება, განაცხადა IRFS-ის დირექტორმა. მარათონის გარდა, ეროვნული პრესის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 22 ივლისისათვის, დაკავებული ჟურნალისტისა და ბლოგერების გათავისუფლების მოთხოვნით, მიმართვის მიღება ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, მიმსამართით იგეგმება.

მიმართვის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასევე ბაქოს ერთ-ერთი ქუჩისათვის, 2005 წლის 2 მარტს მოკლული ჟურნალ მონიტორის მთავარი რედაქტორის, ელმარ ჰუსეინოვის სახელის დარქმევა და ამ მისი ძეგლის „მეტაბუტის“ (პრესა) პროსპექტზე აღმართვა იქნება.


კალენდარი

არქივი

ნოემბერი 2024
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved