უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისადმი
[06.07.2010]
5 ივლისი 2010

ღრმად პატივცემულ ქალბატონ ჰილარი კლინტონს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს

პატივცემულო ქალბატონო მდივანო

ჩვენ მივესალმებით თქვენს ვიზიტს სომხეთში, როგორც ჩვენი ქვეყნისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის დამადასტურებელ ფაქტს. ასევე შთაგონებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერის გამომხატველი თქვენი განცხადებებით.

ვაცნობიერებთ რა, რომ შესაძლოა, რეგიონული მოვლენები იპყრობდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მეტ ყურადღებას საშინაო პოლიტიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში, მიგვაჩნია რომ შიდა პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ დაძაბულია 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არანაკლებ ყრადღებას საჭიროებს. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ რეგიონული და შიდაპოლიტიკური საკითხები იმყოფებიან განუყოფელ ურთიერთკავშირში. ღრმა პოლიტიკური, ასევე სოციალურ კრიზისის გადასალახად და სომხეთში სამოქალაქო ჰარმონიის დასამყარებლად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:

1.    ყველა პოლიტპატიმარი უნდა იქნას დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და უნდა შეწყდეს მოქალაქეთა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით დევნა.
2.    უნდა მოხდეს 1 მარტს განხორციელებული მკვლელობების ეფექტური გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა და დაზარალებულთათვის, ასევე მათი ოჯახებისათვის სამართლიანობის აღდგენა.
3.    დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეარხ A1+-თან მიმართებაში და აღნიშნული ტელესადგური უნდა იქნას აღდგენილი იმ მდგომარეობაში, რომეშიც ის უკანონო დახურვამდე იმყოფებოდა.
4.    უნდა განხორციელდეს პოლიციასა და კრიმინალურ საგამოძიებო ორგანოებში მომხდარი მკვლელობებისა და წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. შეშფოთებას იწვევს ის, რომ აღნიშნული ტიპის საქმეები, მათ შორის პოლიციაში დაკავების პირობებში, ლევონ გულიანისა და ვარდან ხალაფიანის გარდაცვალების ფაქტები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესისა და მცდელობების მიუხედავად, კვლავ გადაუწყვეტელია, ან გადაწყვეტილია მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის არადამაჯერებელი ფორმით.
5.    დაცული უნდა იქნას ჟურნალისტთა უფლებები. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების, ცემისა და დაწვის შემთხვევები. სიტყვის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აღნიშნულ საქმეთა გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.
ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდენს ზეწოლას ხელისფლებაზე და დახმარებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოებას აღნიშნული საკითხების გადაწყვეტაში.

პატივისცემით
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის
წევრი ორგანიზაციები სომხეთიდან
მიკაელ დანიელიანი, სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია
ლევონ ბარსეგიანი, ჟურნალისტთა კლუბი ასპარეზი, გიუმრი
მიკაელ შაჰინიანი, დემოკრატია დღეს
არტურ საკუნცი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა, ვანადზორი
არტაკ ზეინალიანი, იურისტები წამების წინააღმდეგ
მამიკონ ჰოვსეპიანი, საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება (ვარდისფერი სომხეთი)
მელისა ბრაუნი, შაჰხათუნი (პოლიტპატიმართა ცოლები)
ეველინა გიულხანდანიანი, სოციოსკოპი, სოციოლოგიური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი
ლარა აჰარონიანი, სომხეთის ქალთა რესურს-ცენტრი



Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved