უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ რიგით 21-ე ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით
[26.01.2011]
 „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ რიგით 21-ე ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს. ანგარიში ასახავს ადგილობრივ ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ორგანიზაციის მიერ 2010 წელს განხორციელებულ ვრცელ საგამოძიებო საქმიანობას.

სხვა ქვეყნებთან ერთად, ანგარიში აღწერს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

სომხეთი

2010 წლის მოვლენები

სომხეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების სრულყოფილი გამოძიება 2008 წლის მარტში ერევანში ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ წინა თვის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე. ამ მოვლენების შედეგად, თორმეტი ოპოზიციონერი ჯერ კიდევ ციხეში იმყოფება.

სერიოზულ პრობლემად რჩება წამება და სასტიკი მოპყრობა პოლიციის მიერ. ტელევიზიისა და რადიოს შესახებ კანონში შესული ცვლილებები საფრთხეს უქმნის მედია პლურალიზმს. ხელისუფლების ორგანოები აგრძელებენ შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

სომხეთის საერთაშორისო პარტნიორები სრულად არ იყენებენ შესაბამის ბერკეტებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ზეგავლენის მოსახდენად. ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები ასოციაციის შეთანხმების შესახებ მათ შორის კავშირების გასამტკიცებლად.
ანგარიში სომხეთის შესახებ (რუსულად)

აზერბაიჯანი

2010 წლის მოვლენები

2010 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აზერბაიჯანში სუსტია. მთავრობა აგრძელებს დანაშაულებრივ ცილისწამებებსა და სხვა ბრალდებებს იმ ჟურნალისტების დასასჯელად, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავენ; ერთ-ერთი ასეთი გაბედული ჟურნალისტი ყალბი ბრალდების საფუძველზე ჯერ კიდევ დაპატიმრებულია, ცხადია მისი საქმიანობაზე შურისსაძიებლად. 7 ნოემბერს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაარღვიეს საერთაშორისო სტანდარტები. გრძელდება სხვა სერიოზული პრობლემებიც, მათ შორის, რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, დაკავებულთა წამება და სასტიკი მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ აზერბაიჯანმა გამოხატვის თავისუფლება დაარღვია ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის დაპატიმრებით და მოუწოდა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისაკენ.
ანგარიში აზერბაიჯანის შესახებ (რუსულად)

საქართველო

2010 წლის მოვლენები

2010 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში არათანაბარია. მთავრობამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კოლექტიური ცენტრებიდან. ბევრი დევნილი დარჩა უსახლკაროდ ან ადეკვატური კომპენსაციის გარეშე. ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ ადამიანის უფლებათა აქტივისტების შეკრების უფლებას, თავს ესხმოდნენ და ძალადობას ახორციელებდნენ ჟურნალისტთა და ოპოზიციის გაზეთების წინააღმდეგ. 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დიდწილად აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს მნიშვნელოვანი დარღვევები.

2008 წლის ქართულ-რუსული ომიდან ორ წელზე მეტია მთავრობას ეფექტურად არ გამოუძიებია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები. რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა და ეფექტური კონტროლი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე. ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად.
ანგარიში საქართველოს შესახებ (რუსულად)



კალენდარი

არქივი

ნოემბერი 2024
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved