უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
უფლებადამცველთა დამხრეთ კავკასიური ქსელი დაბადების დღეს ულოცავს ნოველა ჯაფაროღლუს
[03.03.2011]
3 მარტს, გამოჩენილ უფლებადამცველ ნოველა ჯაფაროღლუს 70 წელი შეუსრულდა. ამ პიროვნების დამსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განუსაზღვრელია. მიუძღვნა რა თავისი ცხოვრების 30 წელი ადამიანის უფლებათა დაცვას, იგი აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ამ მიმართულებით.

ნოველა ჯაფაროღლუ სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელია არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში. მრავალი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია მისი ხელმძღვანელობით (დ. ალიევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია აზერბაიჯანში) ათასობით ადამიანს ეხმარება დარღვეული უფლებების აღდგენაში.

ჩვენ გულით ვულოცავთ დაბადების დღეს ნოველა ჯაფაროღლუს უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიის ქსელის ყველა წევრის სახელით და ვუსურვებთ მას მრავალი წლის სიცოცხლეს თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ საზოგადოებაში.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved