Հարավկովկասյան Իրավապաշտպանների ցանցը


որոնում կայքում
առաջ
ევროპული თამაშები ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის ფონზე
[10.06.2015]
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანში ევროპული ოლიმპიადის გახსნას აპროტესტებენ. იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება 12 ივნისს საზეიმო ვითარებაში ხსნის ევროპულ ოლიმპიადას. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები, პროტესტის ნიშნად ორდღიან ღონისძიებებს ჩაატარებს:
  • 11 ივნისს, 5 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიების და ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევების შესახებ. 
ღონისძიებაზე მომხსენებლები იქნებიან: 

ნინო ელბაქიძე (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე);
ქეთევან აბაშიძე (ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის რეგიონალური კოორდინატორი);
გიორგი გოგია (Human Rights Watch- ის წარმომადგენელი);
ნინო დანელია (ჟურნალისტი); 
ჰაჯი ჰაჯიევი (აზერბაიჯანელი აქტივისტი). 

ასევე, ღონისძიებაზე გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება (შემცირებული, 5 წუთიანი ვერსია), სადაც ასახულია, როგორ არღვევს აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს - საკუთრების უფლებას - ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 
გამომსვლელების სიტყვის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

  • 12 ივნისს, 11 საათზე, ევროპული ოლიმპიადის გახსნის დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში უფლებადამცველები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სლოგანით - „სპორტი ადამიანის უფლებებისთვის“- აზერბაიჯანში ევროპული თამაშების გახსნის დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ტოტალურ დარღვევებს გააპროტესტებენ და საერთასორისო საზოგადოებას შეახსენებენ, რომ გლამურული ღონიძიებების მიღმა ქვეყანას ასობით პოლიტპატიმარი და არაერთი ცნობილი უფლებადამცველი ციხეში ჰყავს გამოკეტილი გაყალბებული ბრალდებებით.  
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო წარმომადგენლებზე, დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველები, დაასრულოს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება ქვეყანაში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.

ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება შემდეგ მისამართზე: გაგარინის მოედანი, მე-2 შესახვევი, მელიტონ ქანთარიას 11 ა, ნულოვანი სართული

საკონტაქტო პირი: ნინო ღვედაშვილი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
ტელ: 2 382018 E-mail: tbilisi@humanrightshouse.org 


Բաժանորդագրում

բաժանորդագրում
չեղյալ հայտարարել բաժանորդագրումը
Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved