უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
რასულ ჯაფაროვს სააპელაციო სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
[07.08.2015]
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიის პრესრელიზი

პარიზი-ჟენევა, 2015 წლის 31 ივლისი

დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ რასულ ჯაფაროვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯაფაროვი უკანონოდაა დაკავებული 2014 წლის 2 აგვისტოდან, რაც ეფუძნება უსაფუძვლო ბრალდებას და მისთვის უფლებადაცვითი ქმედებების განხორციელების ხელის შეშლის სურვილს. ეს განცხადება უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიამ გაავრცელა. 

2015 წლის 31 ივლისს ბაქოს სააპელაციო სასამართომ რასულ ჯაფაროვს მიუსაჯა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. რასულ ჯაფაროვი არის ადამიანის უფლებათა კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იგი გახლავთ „იმღერე დემოკრატიისათვის“ და „ხელოვნება დემოკრატიისათვის“ მოძრაობების წევრი, რომლებიც წინ უსწრებდა ბაქოს 2012 წლის ევროვიზიის კონკურსს. იგი დააკავეს ბაქოს ევროპულ თამაშებამდე, როდესაც გეგმავდა კამპანიას სახელად „სპორტი ადამიანთა უფლებებისთვის“. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა 2015 წლის 16 მაისს, ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით: „უკანონო სამეწარმეო საქმიანობა“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „უფლებამოსილების გადამეტება“, „გაფლანგვა“, „გაყალბება“. არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებდა რასულ ჯაფაროვის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე.  

„ბაქოს 2015 წლის თამაშების დასრულებიდან დღემდე ბაქოს სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე ორ ადამიანის უფლებათა დამცველს შეეფარდა გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელი. სამწუხაროდ, იქით მივდივართ, რომ სხვა უფლებადამცველებსაც, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, იგივე ელით“, - განაცხადა FIDH-ის პრეზიდენტმა კარიმ ლაჰიჯმა. 
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიას 2015 წლის 31 ივლისის პროცესზე წარმოადგენდა სასამართლო მონიტორი თბილისიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრიდან (HRIDC). პროცესი სრულად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალწარმოების სტანდარტებს. ბატონი ჯაფაროვი მოათავსეს გისოსებში, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა, ჯაფაროვი დამჯდარიყო ადვოკატის გვერდით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

თავდაპირველი განაჩენი, რითაც ბრალდებულს მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა. ჯაფაროვი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი გადასახადებისაგან თავის არიდებაში და შეუმცირდა სასჯელი 3 თვით. ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მიზნით რასულ ჯაფაროვმა, იმის მიუხედავად, რომ არ სცნობდა ბრალდებას, გადაიხადა გადასახადები.

„აზერბაიჯანის მიმდინარე პოლიტიკა გამოირჩევა მარტივი და მანკიერი ლოგიკით: თუ ვერ ამარცხებ, მაშინ დააკავე. ბოლო განაჩენი მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების მძაფრ რეაქციას. აზერბაიჯანი ამ მანკიერი ქმედებებითა და უფლებადამცველთა დევნით შორს ვერ წავა“, - აღნიშნა OMCT-ის გენერალურმა მდივანმა ჟერარდ სტაბეროკმა.

ბატონი  რასულ ჯაფაროვი არის მეორე უფლებადამცველი, 2014 წლის  დევნის სამიზნეებს შორის, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. IPD-ის დირექტორისა და OMCT-ის გენერალური ასამბლეის წევრის ლეილა იუნუსის, IPD-ის კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არიფ იუნუსოვისა და  დამოუკიდებელი რეპორტიორისა და პრიზიორი  საგამოძიებო ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვის სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს. 


კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved