უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს აზერბაიჯანელი ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო დაპატიმრებას, ცემას და უარს დროულ სამედიცინო დახმარებაზე
[17.07.2009]
2009 წლის 17 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  გმობს ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის (აბდულაიევის) უკანონო დაპატიმრებას, ცემას და უარს დროულ სამედიცინო დახმარებაზე.

ადნან ჰაჯიზადე ახალგაზრდული მოძრაობის „ოლ“ კოორდინატორი და ცნობილი ვიდეო-ბლოგერია; ემინ მილი ახალგაზრდული ქსელის Alumni Network -ის (AN) თავჯდომარე და ინტერნეტ-ტელევიზიის ANTV ხელმძღვანელია; ისინი ბაქოში 2009 წლის 8 ივლისს დააკავეს.

ქსელის ინფორმაციით, 8 ივლისს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის, რომლებიც ბაქოს ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდნენ, ათლეტური აღნაგობის ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უცნობებმა მათ მიმართეს კითხვით „რატომ აკრიტიკებთ ხელისუფლებას?“
როდესაც ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები პოლიციის განყოფილებაში საჩივრის შესატანად მივიდნენ, საბაილის რაიონის პოლიციის განყოფილებამ მათ სამედიცინო დახმარებაზე უარი განუცხადა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221.2.1 მუხლის მიხედვით). ჰაჯიზადესა და მილის უარი ეთქვათ ადვოკატის არჩევაზე და ამის უფლება მათთვის მომდევნო დღემდე არ მოუციათ. 2009 წლის 10 ივლისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის დაპატიმრება მათ ბოლოდროინდელ საქმიანობას უკავშირდება. ხელისუფლების სურდა ხელი შეეშალა მათთვის აღნიშნულ საქმიანობაში.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“  შეახსენებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს უკანონოდ დაპატიმრებული ან დაკავებული აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომლის შელშემკვრელი მხარეა აზერბაიჯანი.
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“  წევრი 30 ორგანიზაცია 

აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს:
• დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი, ვინაიდან არ არსებობს მათი დაპატიმრების იურიდიული საფუძველი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალის სტანდარტებს; ხოლო თუ მათ მიმართ არსებობს ასეთი ბრალდებები, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და სამართლიანი სასამართლო და უზრუნველყოფილი იყოს პროცესუალური ნორმების დაცვა ნებისმიერ დროს;
• ჩატარდეს დაუყოვნებელი, ეფექტური, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და მისი შედეგები გახდეს საჯარო იმისათვის, რათა დამნაშავეები წარდგნენ კომპეტენტური და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე;
• უზრუნველყოს ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის (აბდულაევის) ფსიქოლოგიური და ფიზიკური ხელშეუხებლობა აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად;
• უზრუნველყოს, რომ ორივე დაკავებულს სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელმა ექიმებმა ჩაუტარონ. რის შემდეგაც, დაკავებულებმა უნდა მიიღონ ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
მიმართვა გაეგზავნა:
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურას
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს
აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრს აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს
აზერბაიჯანის მუდმივმოქმედ მისიას ჟენევაში
აზერბაიჯანის საელჩოს ბრიუსელში
აზერბაიჯანის სახალხო დამცველ, ელმირა სულეიმანოვას

მიმართვის ასლები გაეგზავნა:
ევროკომისიის წარმომადგენლობებს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს
გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობზე
ვარშავაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პროგრამას Human Rights Focal Point
ობზერვატორის - ადამიანის უფლებათა დამცველების დასაცავად
ნორვეგიის საელჩოს აზერბაიჯანში
შვედეთის საელჩოს საქართველოში
საფრანგეთის საელჩოს აზერბაიჯანში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აზერბაიჯანში
ნახეთ PDF ვერსია


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved