უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სომხეთი: სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, უფლებადამცველთა წერილს ეხმაურება
[31.08.2010]
სომხეთი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი როდჰემ კლინტონის წერილი უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის სომხურ წევრ ორგანიზაციებს.

2010 წლის 24 აგვისტოს სამხრეთკავკასიური ქსელის წევრმა სომხურმა ორგანიზაციებმა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ ჰილარი კლინტონის პასუხი მათ მიერ 2010 წლის 5 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრისას გადაცემულ წერილზე.

24 აგვისტო, 2010

ძვირფასო მეგობრებო:

გმადლობთ 5 ივლისის წერილისათვის, რომელშიც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის სომხური წევრი ორგანიზაციებიდან წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრებები ადამიანის უფლებათა და დემოკრატული რეფორმების გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ სომხეთში. სომხეთს გაუმართლა, რადგან ჰყავს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ფუნდამენტურ საკითხებში და გულმოდგინედ იმუშაოს ყველა სომეხისათვის სამოქალაქო გარემოს განსავითარებლად, მიუხედავად მათი პოლიტიკური მოსაზრების, პროფესიის თუ მდგომარეობისა.
  
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ ინარჩუნებს ნებას, იმუშაოს სომხურ მთავრობასა და მის ხალხთან რეგიონში საერთო მიზნების, მათ შორის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განსავითარებლად. მივესალმები თქვენს მიერ ყურადღების გამახვილებას იმაზე, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი სიტყვის, გამოხატვისა და ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განვითარებას. რაც უფრო ძლიერია ამგვარი დაცვა, უფრო სტაბილურად და უსაფრთხოდ პასუხობენ სახელმწიფოები უფრო დიდ სიძნელეებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სწამს, რომ ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ერი ჩამოაყალიბა – ღია და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია, ადამიანის უფლებათა ურყევი პატივისცემა, მათ შორის მედიის თავისუფლებისადმი მტკიცე თავდადება – თავისუფალი და წარმატებული საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს, რასაც გადამწყეტი მნიშნველობა აქვს სომხეთის მთავრობისათვის. ჩვენ ვემყარებით ამ ფასეულობებს და ვაგრძელებთ მათი მხარდაჭერის გამოხატვას სომხეთსა და მთელს მსოფლიოში.


პატივისცემით თქვენი
ჰილარი როდჰემ კლინტონი


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved