უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ განცხადება
[20.07.2009]
2009 წლის 20 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ 17 ივლისს საგანგებო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილებები შეტანილ იქნა საქართველოს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
 
ქსელი, რომელიც შედგება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგისტრირებული 30 ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისაგან, მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები გაუმართლებლად ზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და საფრთხეს უქმნიან დემოკრატიის არსებობას საქართველოში.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვეტო დაადოს აღნიშნულ ცვლილებებს. ნახეთ PDF ვერსია


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved