უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
აზერბაიჯანი: „საერთაშორისო ამნისტია“ მსჯავრდებული ბლოგერების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს
[21.07.2010]
ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე აქტივისტების მოსაზრებით, „საერთაშორისო ამნისტიამ“ აზერბაიჯანში შეთხზული ბრალდებებით დაპატიმრებული ორი ბლოგერის, ემინ მილისა და ადნან ჰაჯიზადეს მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.
 
ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებულია ადნანისა და ემინის სურათები, ასევე მათი დაპატიმრების ისტორია. ასევე მინიშნებულია, რომ დაპატიმრების მიზეზს მათი პოლიტიკური აქტივობა და მათ მიერ, აზერბაიჯანში, კორუფციასთან დაკავშირებული ვიდეოკლიპების სოციალურ ქსელებში განთავსება წარმოადგენდა. კონკრეტულად, საიტის ცნობით, საქმე დაკავშირებულია სატირულ კლიპთან, გერმანიაში ათობით ათას ევროდ შეძენილი ვირის შესახებ. აღნიშნული კლიპის განთავსების შემდეგ, ბლოგერები ხულიგანიზმში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. საიტის ცნობით როგორც გამოძიებამ, ისევე სასამართლომ ვერ დაამტკიცეს ბლოგერთა ბრალეულობა.
ვებსაიტის სტუმრებს საშუალება ეძლევათ ხელი მოაწერონ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისადმი, მიმართულ წერილს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში სინდისის პატიმრების - მილისა და ჰაჯიზადეს ბედთან დაკავშირებით, რომლებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ თვითგამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო.

შეუძლებელი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის კომენტარის მოპოვება, თუმცა შედარებით ადრე, ალი ჰასანოვმა, ადმინისტრაციის საზოგადოებრივი პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, უარყო ბლოგერების საქმესთაბ ნებისმიერი პოლიტიკური პრეტქსტის არსებობა და განაცხადა, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დარღვევისათვის მიეცნენ მართლმსაჯულებაში.

http://azerbaidgan.eng.kavkaz-uzel.ru/


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved