უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
სიახლეები
10 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების - ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მრავალეროვანი საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.  საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში  უფლებადამცველების მდგომარეობა.
რადიო თავისუფლების ვებგვერდის, azadliq.org -ის ხელმისაწვდომბა შეიზღუდა რამდენიმე აზერბაიჯანული პროვაიდერის მიერ. „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ვებსაიტი შეზღუდულია 5 პროვაიდერის მიერ: „ბაკინტერნეტი“, „აზერონლაინი“, „უნინეტი“, „ულტელი“ და „ქონექთი“.
ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი გმობს აზერბაიჯანში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან რადიო თავისუფლების ვებსაიტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და აფასებს აღნიშნულს, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ინტერნეტ სივრცეზე განხორციელებულ არაპირდაპირ ცენზურად.

4 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „პოლიგონის“ (pia.az) რედაქტორმა, ემინ ბედელოვმა მისცა ჩვენება ბელისუვარის რეგიონულ პროკურატურას.
ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტს ბედელოვმა თავად მოახსენა, რომ ჩვენებაში მან უარყო სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ფაქტი; როგორც დაკითხული თავად აცხადებს, მას არ მიუღია მოწვევა სამხედრო კომისარიატიდან და არ მიუღია არანაირი ბრძანება 2 თებერვალს უნივერსიტეტიდან მისი გარიცხვის შესახებ.

2010 წლის 16 თებერვალს იასამალის რაიონის სასამართლომ, რომელსაც თაჰირ ისმაილოვი ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221, პუნქტი 3-ის (ხულიგანიზმი); 315, პუნქტი 2-ის (ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა); გათვალისწინებით მიიღო სისხლისსამართლებრივი დევნისა და ორ თვიანი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქისათვის...
„დღეს აზერბაიჯანში ჟურნალისტები ხდებიან დევნის, დაშინების და დაპატიმრებისა და მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ძალადობის  მსხვერპლნი“ - აცხადებს ლონდონური ARTICLE 19.

ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის საკითხი ბევრ კითხვას ბადებს - ამის შესახებ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა, 24 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა.
ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურად.
ეს ინფორმაცია ხემისაწვდომია ინგლისურად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი უარყოფს სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე ზეწოლის ფაქტს.
აზერბაიჯანის მთავრობას განზრახული აქვს ოთხ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც შეზღუდავენ მედია საშუალებების საქმიანობას. აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის, პენაჰ ჰუსეინის გადმოცემით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მეჯლისში შემოვიდა წინადადება შემდეგ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ: „კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“, „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ და „ინფორმაციის მიღების შესახებ“.
საინფორმაციო სააგენტო "პოლიგონის" რედაქტორი ელმინ ადალოვი გარიცხული იქნა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო აკადემიიდან სტატიისთცის, რომელიც ამ უმაღლესი სასწავლებლის კრიტიკას  შეიცავდა.
ორგანიზაცია "ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის" ინიციატივით, 13 თებერვალს, თბილისში,  შვეიცარიის საელჩოსთან გამომძიებელი ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა, დაახლოებით, 100 ადამიანი:   ჟურნალისტები,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები,  ოპოზიციური პარტიების წევრები.
ეს ინფორმაცია ხელმისაცვდომის ინგლისურად.
1 2 3 4 5 [6] 7

კალენდარი

არქივი

ოქტომბერი 2024
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31    

გამოკითხვა

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved